12
Jun
2019

Uber-ის მფრინავ ტაქსის ავსტრალიაში გამოცდიან

12 Jun 2019

veon
veon


მელბურნი (ვიქტორიას შტატი, ავსტრალია) პირველი ქალაქი იქნება აშშ-ის ფარგლებს გარეთ, სადაც Uber-ის მფრინავ ტაქსის გამოცდიან. როგორც გამოცემა Guardian წერს, საჰაერო ტრანსპორტი, მგზავრებს, შენობის ერთი სახურავიდან სხვა სახურავამდე, UberX-ის ტარიფებით მოემსახურება. სატესტო ფრენები 2020, სერვისის დანერგვა კი 2023 წელს არის დაგეგმილი.

Photo Credit: The Guardian

„მელბურნის ბიზნეს რაიონიდან,  ქალაქის აეროპორტამდე, მანქანით, 19 კილომეტრის გავლას, ჩვეულებრივ დროს, 25 წუთი, პიკის საათში, დაახლოებით, 1 საათი სჭირდება. Uber Air კი, მგზავრებს, დანიშნულების ადგილამდე, 10 წუთში მიიყვანს“, – ამბობს „უბერის“ პრეს-სპიკერი ერიკ ელისონი.

მისივე თქმით, მფრინავ ტაქსის ნამდვილად შეუძლია ქალაქის ქუჩებში საცობების შემცირება, რაც, დღეს, ავსტრალიის ხელისუფლებას, წელიწადში, $16.5 მილიარდი უჯდება.

როგორც ვიქტორიის შტატის ხელისუფლების წარმომადგენელი ტიმ პალასი ამბობს, განცხადება მფრინავი ტაქსის მელბურნში ტესტირების შესახებ კიდევ ერთხელ ადასტურებს ქალაქის ინოვაციებისადმი მისწრაფებას.

„ვიმედოვნებთ,Uber Air ისეთივე სიმაღლეზე აიყვანს ჩვენს ქალაქს [ისეთ სარგებელს ნახავს ქალაქი ამ სერვისით], რა სიმაღლეზეც თავად დაფრინავს“, – ამბობს ტიმ პალასი

შეგახსენებთ, პროექტზე Uber და NASA 2017 წლიდან მუშაობენ. მელბურნის გარდა, Uber Air-ს აშშ-ის ორ ქალაქში, დალასსა და ლოს-ანჯელესში გამოცდიან.

 

განხილვა