2024 წლის სუპერ თასისთვის Uber Eats-მა ერთი მისია დაისახა, შეახსენოს ადამიანებს, რომ საკვების გარდა, იგი „თითქმის ყველაფერს“ მიუტანს მათ. აქ ნახავთ ჯენისფერ ენისტონს, დევიდ და ვიქტორია ბექჰემებს, დევიდ შვიმერს, რეპერ ჯელი როლსა და Usher-ს. თუმცა ყველას რაღაც ავიწყდება — მაგალითად ენისტონი შვიმერს ვერ ცნობს, როლს კი არ ახსოვს სახეზე ტატუები როდის დაიხატა, ზოგსაც შარვლის ჩაცმა და ზოგსაც ის ავიწყდება, რომ მიწისთხილის კარაქი მიწისთხილისგან კეთდება… თუმცა აქვე ჟღერდება ფრაზა: Whatever you forget, remember Uber Eats gets anything.
Uber Eats-ის რეკლამაში ყველას რაღაც ავიწყდება
