26
Dec
2019

5-ჯერ სწრაფი გადაადგილება – მფრინავი ტაქსის სერვისი, Uber-ისგან, 2023 წელს ამოქმედდება

26 Dec 2019

Alta
Alta


ცნობილი გახდა, რომ 2023 წლისთვის, Uber მომხმარებელს მფრინავი ტაქსის სერვისს შესთავაზებს. აქამდე ცნობილი იყო კომპანიის ამბიციის შესახებ – 5-ჯერ სწრაფად გადაეყვანა მგზავრები ერთი ადგილიდან მეორეში, ვიდრე ჩვეულებრივ ტაქსის შეეძლო, თუმცა, არ ვიცოდით, ვინ დაეხმარებოდა მას ამ მიზნის მიღწევაში. აღსანიშნავია ის გამოწვევები, რომელიც საჰაერო ტაქსის შეიძლება ჰქონდეს ურბანულ გარემოში, სწორედ ამიტომ, კალიფორნიული სტარტაპი Joby Aviation-ის დახმარებით, Uber-ის მფრინავი ტაქსები ვერტიკალური აფრენის ფუნქციით იქნებიან აღჭურვილი, ანუ მათ პირდაპირ, დაფრენის ადგილიდან შეეძლებათ აფრენა.

Uber-ის მფრინავი ტაქსი მაქსიმუმ 4 მგზავრის გადაყვანას შეძლებს და მისი დეტალური ტექნიკური დახასიათება, ჯერჯერობით არ შეგვიძლია, რადგან კომპანიები ამაზე დეტალურად არ საუბრობენ.

განხილვა