სკოლაში დაბრუნება მხოლოდ ახალი საკანცელარიო ნივთების ყიდვასა და მეგობრებთან შეხვედრას არ ნიშნავს. თანამედროვე თინეიჯერებისთვის ეს ახალი დასაწყისი და საკუთარი მიზნებისა თუ ოცნებების სამყაროსთვის გაზიარების (ე. წ. მანიფესტაციის) საუკეთესო დროა.
სწორედ ამ ტრენდს ეხმიანება Uber-ის ახალი კამპანია Manifest Your Best Year Ever, რომელიც სააგენტო Mother New York-თან ერთად შეიქმნა. კამპანიის მიზანია, დაეხმაროს ახალგაზრდებს თავიანთი სურვილების რეალობად ქცევაში, რისთვისაც Uber მათ ერთი კვირის განმავლობაში მგზავრობასა და საკვების მიტანის სერვისს სრულიად უფასოდ სთავაზობს.
ეს შეთავაზება ეხება „Uber-ის თინეიჯერულ ანგარიშებს“ (Uber teen accounts) – სერვისს, რომელიც 13-დან 17 წლამდე მოზარდებს საშუალებას აძლევს, მშობლების მეთვალყურეობის ქვეშ, დამოუკიდებლად გამოიძახონ ტრანსპორტი ან შეუკვეთონ საკვები.
ახალგაზრდებში პოპულარულ იდეაზე, რომ თუ რამეს ძალიან მოინდომებ და ხმამაღლა იტყვი, ის აუცილებლად ახდება, ორი სარეკლამო რგოლი შეიქმნა, რომელთა რეჟისორებიც ადამი და დეივი (Arts and Sciences) არიან. ვიდეოები მოზარდებს „მანიფესტაციის“ ღრმა პროცესში, სახალისო ფორმით გვიჩვენებს.













