1
Aug
2019

Uber-ის გლობალურ მარკეტინგში დიდი შემცირებაა

1 Aug 2019

Uber გლობალური მარკეტინგის განყოფილებას მესამედით შეამცირებს. ეს კი, დაახლოებით, 400 თანამშრომელია. როგორც ჩანს კომპანიის გუნდი სერიოზული გამოწვევების წინაშეა. Uber-ის გენერალურმა დირექტორმა, დარა ხოსროვშახიმ უკვე შეატყობინა პერსონალს, მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ. ელექტრონულ წერილში მან თანამშრომლებს განუმარტა, რომ შემცირების მიზეზი კომპანიის სწრაფმა ზრდამ გამოიწვია: “ჩვენ გვყავს ზედმეტად დიდი გუნდები, რასაც ფუნქციების დუბლირებამდე და ორმაგი გადაწყვეტილებების მიღებამდე და საბოლოოდ, დიდ გაუგებრობამდე მივყავართ. ეს ცვლილებები იმიტომ არ ხდება, რომ მარკეტინგი ჩვენთვის ნაკლებად მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, არამედ, პირიქით”.

ეს პირველი მასშტაბური რეორგანიზაციაა Uber-ის მარკეტინგში, მას მერე, კომპანიის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯილ ჰეიზელბეიკერმა, აიღო ხელმძღვანელობის სადავეები. 2019 წლის პირველ კვარტალში, Uber-მა $1.01 მლრდ დოლარი იზარალა, მისი შემოსავალი კი $3.1 მლრდ დოლარს შეადგენდა.

აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის, რეორგანიზაცია არაერთი დიდი კომპანიის მარკეტინგულ განყოფილებაში მიმდინარეობს, მათ შორის, კომპანიებმა Johnson & Johnson, Uber, Coca-Cola და Mars უკვე გააუქმეს მარკეტინგის დირექტორის პოზიცია. მარკეტერის ფუნქცია ფოკუსირებული იყო ბრენდინგზე, პიარსა და რეკლამაზე, თუმცა, ფუნქციების ცვლილება გარდაუვალი გახდა ჭკვიანი ტექნოლოგიების დანერგვასთან ერთად. მოსალოდნელია, რომ მარკეტინგის ხელმძღვანელის ფუნქცია ძირეულად მალე შეიცვლება.

განხილვა