14
Jun
2019

Uber, MasterCard, Visa და სხვები – Facebook-ის კრიპტოვალუტის მხარდამჭერები

14 Jun 2019

Facebook-ის ხელმძღვანელობამ, მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი კომპანიები დაარწმუნა, მის გასაიდუმლოებულ პროექტს შეუერთდნენ – The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, Uber, MasterCard, Visa, Stripe და Booking.com სოციალური ქსელის მიერ შექმნილ ახალ კრიპტოვალუტას დაუჭერენ მხარს.

 

მარკ ზაკერბერგი/Photo: Business Insider

ბოლო ერთი წლის მანძილზე, Facebook-ის გუნდი აქტიურად მუშაობდა ბლოკჩეინ აპლიკაციაზე, რომელიც ბიტკოინსა და სხვა კრიპტოვალუტაზე იტესტებოდა. Business Insider-ის ინფორმაციით, სურდათ გაერკვიათ, როგორ მუშაობდა ეს ტექნოლოგია და როგორ შეძლებდა კომპანია მის გამოყენებას. გამოცემა წერს, რომ, დაახლოებით, ერთი კვირის წინ Facebook-მა თავისი ოფიციალური ციფრული ვალუტა შექმნა და ამის შესახებ განცხადებას მომავალ კვირაში გააკეთებს.

რაც შეეხება ზემოხსენებულ კომპანიებს, ისინი $10- $10 მილიონით დააფინანსებენ ორგანიზაციას, რომელიც მიმოქცევაში ჩაუშვებს ახალ ციფრულ ვალუტას. მისი [ახალი კრიპტოვალუტის] კოდური სახელი, Business Insider-ის ცნობით,  Project Libra არის.

გამოცემა The Information ჯერ კიდევ გასულ კვირას წერდა, რომ Facebook-ს სურს, 100-მდე კომპანია გააერთიანოს ქსელში, რომელიც, ახალ ციფრულ ვალუტაზე, ნებისმიერი ორგანიზაციის კონტროლს შეზღუდავს.

როგორც Business Insider წერს, ახალ პროექტს Facebook Messenger-ის ყოფილი უფროსი დევიდ მარკუსი უხელმძღვანელებს. გამოცემის ინფორმაციით, კრიპტოვალუტის შექმნა, სოციალური ქსელში მიმდინარე რეფორმებისა და ცვლილებების ნაწილია, რომელიც კომპანიის გენერალური დირექტორის მარკ ზაკერბერგის თქმით, საბოლოოდ გადაჭრის მათ წინააღმდეგ არსებულ, კონფიდენციალობასა და დეზინფორმაციასთან დაკავშირებულ პრეტენზიებს.

 

განხილვა