in

Uber მძღოლებს საარსებო მინიმუმს, ანაზღაურებად შვებულებას და პენსიას პირდება!

ეს გადაწყვეტილება კომპანიის წაგებულ სასამართლოს უკავშირდება

veon
veon

Uber აცხადებს, რომ 70 000 ბრიტანელ მძღოლს მისცემს გარანტირებულ მინიმალურ ხელფასს, ანაზღაურებას შვებულებას და პენსიებს. კომპანიის თქმით, ყველა მძღოლი სულ ცოტა, საარსებო მინიმუმს მაინც მიიღებს, ხელფასის შემდგომი მომატების პერსპექტივით.

კომპანიამ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც დიდ ბრიტანეთში ე. წ. “იურიდიული ბრძოლა” წააგო, მძღოლების ვითარების გამო. ამასთან ერთად, Uber მოსახლეობას შეცვლილი ტარიფების შესახებ ამცნობს – როგორც ჩანს, მძღოლების ხელფასის მომატებამ, კალიფორნიაში ტარიფების ავტომატური ზრდა გამოიწვია და სავარაუდოდ, იგივე მოხდება დიდ ბრიტანეთშიც.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ეს მხოლოდ კომპანიის “კეთილი ნება” არ ყოფილა. სასამართლომ დაადგინა, რომ მისი მძღოლები “მუშაკები” იყვნენ და არა თვითდასაქმებული პირები, როგორც ამას Uber ამტკიცებდა. შესაბამისი კანონის მიხედვით კი, ყველა მძღოლს აქვს მინიმალური ფიქსირებული ხელფასის, ანაზღაურებადი შვებულებისა და პენსიის მიღების უფლება.

დასაქმებულთა უფლებები

განახლებული წესების საფუძველზე, რომელიც ძალაში დღეიდან შევიდა, Uber-მა დასაქმებულთა უფლებების ნაწილი გამოაქვეყნა. გარდა გაზრდილი ხელფასისა, კომპანია უზრუნველყოფს მძღოლების დაზღვევას და დეკრეტული შვებულების ანაზღაურებას, როგორც დედის, ისე მამის თვალსაზრისით.

Uber ამბობს:

  • კომპანია მძღოლებს (25 წლიდან ზემოთ) სულ ცოტა საარსებო მინიმუმს გადაუხდის, მგზავრობის მოთხოვნისა და ხარჯების მიღების შემდეგ.
  • ყველა მძღოლს ექნება ანაზღაურებადი შვებულება, თავიანთი შემოსავლის 12.07%-ის საფუძველზე, რომელიც ყოველკვირეულად შეინახება.
  • მძღოლები ავტომატურად ჩაირიცხებიან საპენსიო გეგმაში, სადაც მძღოლებისა და Uber-ის შენატანები ერთიანდება.
  • კომპანია განაგრძობს უფასო დაზღვევის უზრუნველყოფას, რომელიც 2018 წლიდან მოქმედებს.
  • ყველა მძღოლი შეინარჩუნებს არჩევანის თავისუფლებს – როდის და რა ადგილას გადაწყვეტს მუშაობას.

“Uber კერძო დაქირავების ინდუსტრიის მხოლოდ ერთი ნაწილია. ვიმედოვნებთ, რომ სხვებიც შემოგვიერთდებიან მუშაობის ხარისხის ასეთ მნიშვნელოვან გაუმჯობესებაში” – ამბობს ჩრდილოეთ ევროპის რეგიონული გენერალური მენეჯერი, ჯეიმი ჰეივუდი. ასევე, ის დასძენს, რომ ახალი წესები სრულად მძღოლებზეა მორგებული, რათა მოქნილობისა და სარგებლიანობის სინთეზი ეფექტურად შემდგარიყო.

აღსანიშნავია, რომ Uber-ის ცვლილებებს მრავალი ორგანიზაცია გამოეხმაურა, როგორც პროგრესის სანიმუშო მაგალითს. ბევრი მათგანი იმედოვნებს, რომ ეს დომინოს ეფექტს შექმნის და სხვა კომპანიებიც გაითვალისწინებენ სასამართლოს განაჩენს, რომელმაც Uber-ს ცვლილებებისკენ უბიძგა. თუმცა ამის პარალელურად არიან ყოფილი მძღოლებიც, რომლებიც აღნიშნავენ, რომ მიუხედავად ცვლილებისა, დასაქმებულები მაინც არ იღებენ დამსახურებულ ანაზღაურებას.

მთლიანობაში, დასაქმების ექსპერტების თქმით, Uber-ის მიერ განხორციელებული ცვლილებების შედეგები მთელი ეკონომიკის მასშტაბით იმოქმედებს. ამას იურიდიული ფირმა Leigh Day-ც გამოეხმაურა და როგორც ამბობენ, ბევრი მსგავსი მომსახურების მქონე კომპანია დაფიქრდება – თუ Uber დათმობაზე წავიდა და შეიტანა განახლება, ჩვენ როდემდე შევძლებთ ამისგან თავის არიდებას? 

ფაქტი, რომელსაც ყველა აღიარებს, ის არის, რომ ეს ყალბი თვითდასაქმების დასასრულია და ყველა ორგანიზაციას მოუწევს, დასაქმებულთა უფლებები დაიცვას.

BTU-ს და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი ჰაკათონი – “Fintech-integrator” – დასრულდა

YouTube Shorts-ს ახალი, TikTok-ის მსგავსი ფუნქციები ემატება!