მთელი წლის განმავლობაში, Uber თავის სანდოობაში მომხმარებლების დარწმუნებას ცდილობდა. ამ სტრატეგიის მნიშვნელოვანი ნაწილია რებრენდინგი, რომლისთვისაც კომპანია 9 თვის განმავლობაში, Wolff Olins-თან და MCKL-თან ერთად, ემზადებოდა. კომპანიაში თვლიან, რომ ამგვარად, “უბერი”, სან-ფრანცისკოს სტარტაპის ნაცვლად, გლობალურ კომპანიად აღიქმება, რომელიც ორიენტირებულია მგზავრების უსაფრთხოებაზე. რებრენდინგს აპლიკაციის მომხმარებლები განახლებისას გაეცნობიან. თუმცა, მათი რაოდენობის სიდიდის გამო, ცვლილება სმარტფონებში ეტაპობრივად აისახება.