in

Uber-ის ახალი აპლიკაცია უკრაინელ რესტავრატორებს კულტურული ძეგლების აღდგენაში დაეხმარება

veon
veon

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ქვეყნის მრავალი ეროვნული და კულტურული ღირსშესანიშნაობა საფრთხის ქვეშ აღმოჩნდა — მათ შორის, მუზეუმები, სალოცავი და ისტორიული ადგილები. სტატისტიკურად, იუნესკომ 53 ასეთი სტრუქტურის დაზიანება დაადასტურა, მიუხედავად იმისა, რომ ამ ადგილების დასაცავად გადაუდებელი ზომები იქნა მიღებული.

ამ მნიშვნელოვანი საგანძურის აღდგენის, აღმოჩენისა და დაცვის ძალისხმევის გასაგრძელებლად, უკრაინის კულტურის სამინისტროს კვლევისა და აღდგენის ეროვნული ცენტრი (NRRC) თანამშრომლობს Uber-თან. ამ პარტნიორობის ფარგლებში, აპლიკაცია Uber Restore NRRC-ს საშუალებას მისცემს, უფასო 12-ადგილიანი მანქანები მოითხოვოს კონსერვატორების გადასაყვანად და სპეციალიზებული აღჭურვილობის ტრანსპორტირებისთვის. ეს მთელი ქვეყნის მასშტაბით ვრცელდება.

„ომის პირველივე დღეებიდან რუსეთი ანადგურებს უკრაინის კულტურულ მემკვიდრეობას. მუზეუმები, სალოცავი ადგილები, არქიტექტურული ძეგლები საგრძნობლად დაზიანდა. ბევრი მათგანის აღდგენა შეუძლებელიც კია. Uber-ის თანამშრომლობა კულტურისა და საინფორმაციო პოლიტიკის სამინისტროსთან კი ძალიან ეფექტურად აერთიანებს კულტურასა და ლოგისტიკურ ტექნოლოგიას“, — განაცხადა კულტურის მინისტრმა ალექსანდრე ტკაჩენკომ.

გარდა ამისა, Uber უკრაინას სხვა გზებითაც სთავაზობს დახმარებას — მაგალითად, ლტოლვილების, ექიმების, ექთნებისა და ადგილობრივი ხელისუფლების მუშაკებისთვის უფასო ტრანსპორტი გამოყო. ამასთან, კომპანია თანამშრომლობდა გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამასთან, რათა გადაუდებელი დახმარება მიეწოდებინა ომის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობისთვის.

Airbnb ახალი კამპანიის ფარგლებში დასვენების მრავალ ვარიანტს სთავაზობს მომხმარებლებს

Amazon-ის Alexa თქვენს კითხვებზე პასუხისას რეკლამებს შემოგაპარებთ!