in ,

საიმედო ჯიხური ნასვამი მძღოლებისთვის

სატრანსპორტო კომპანია “Uber”-მა ახალი სერვისის რეკლამირება დაიწყო. მათ ტორონტოში ჯიხური დაამონტაჟეს, რომელიც ალკო ტესტის როლს ასრულებდა. ის ვინც, ჯიხურთან ტესტის გავლას გადაწყვეტს და დასაშვებ ზღვარს გადასცდება “Uber”-ი მათ ადგილამდე მიყვანას საკუთარ თავზე იღებს.

“Uber”-ის აზრით უსაფრთხო გადაადგილება ყველასთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს. ნასვამი მძღოლები საკუთარი თავის გარდა ტრასაზე მყოფ ყველა ავტომობილს საფრთხეში აგდებენ. თითქოს მარტივი გადასაჭრელი პრობლემაა, მაგრამ დღემდე ყველაზე მეტი ავარია ალკოჰოლის გამო ხდება.

კიოსკით უფასოდ სარგებლობა მხოლოდ გარკვეული დროით იქნება შესაძლებელი, შემდგომში “Uber Safe kiosk”-ის სერვისი ფასიანი გახდება.

Spotlight-ი ჩვენთვის ერთ-ერთი სამაგალითო პროექტია ! – ანანო ქორქია

ერთი ჩვეულებრივი დღე 5 წლით გვაბერებს