in

Uber სახლიდან მუშაობის პოლიტიკას სექტემბრამდე ახანგრძლივებს!

კომპანია სამომავლოდ ჰიბრიდული მოდელის შემუშავებას გეგმავს

veon
veon

Uber-მა თანამშრომლებს აცნობა, რომ სახლიდან მუშაობის პოლიტიკა 13 სექტემბრამდე გახანგრძლივდება.

“გახანგრძლივების განხილვისას უახლესი სამეცნიერო მონაცემები და ექსპერტების მოსაზრებები გავითვალისწინეთ. ასევე, მნიშვნელოვანია ფაქტი, რომ ყოველი ქვეყანა ჩვეული ცხოვრების აღდგენის სხვადასხვა ეტაპზეა. ვიცით, ზოგიერთი სამსახური და პოზიცია ოფისში ფიზიკურ ყოფნას საჭიროებს. ამიტომ გთხოვთ, მუშაობა განაგრძეთ იმ პოლიტიკის შესაბამისად, რომელიც თქვენმა გუნდმა შეიმუშავა. თუმცა, ბუნებრივია, ოფისში მისვლას არ ვაიძულებთ მათ, ვისაც ჯანმრთელობის პრობლემა აქვს” – ამბობს ნიკი კრიშნამურთი, თანამშრომლების უფროსი ხელმძღვანელი.

ალბათ, გასაკვირი არც არის, რომ Uber თავის თანამშრომლებს ვაქცინაციის ჩატარებისკენ მოუწოდებს. კომპანიის წარმომადგენლების აზრით, ვაქცინა უნდა გაიკეთოს ყველამ, ვისაც კი ამის შესაძლებლობა აქვს. თანაც, ვაქცინაციის მიზნით, ყოველ თანამშრომელს შეეძლება უქმე დღის აღება, რაც ერთგვარი ხელშეწყობაა.

აღსანიშნავია, რომ კომპანიის განცხადებით, Covid-ის დასრულებასთან ერთად, ის ჰიბრიდული მუშაობის მოდელზე გადავა, რომელიც ამ ეტაპზე დამუშავების პროცესშია. “ჩვენ მხედველობაში ვიღებთ რიგ ასპექტებს, როგორიცაა მაგალითად, როგორ ზრდის ან ამცირებს ფიზიკურად ერთად ყოფნა პროდუქტიულობას, თანამშრომლობასა და ჩართულობას. ჩვენ რამდენიმე კვირაში შეგატყობინებთ, რა ეტაპზეა ყველაფერი და როგორ ვავითარებთ პროგრესს” – აცხადებს ნიკი კრიშნამურთი.

„აჭარაბეთმა“ საქართველოს კალათბურთის ნაკრების ყველაზე ერთგული გულშემატკივარი გამოავლინა

ქუჩის სტილის „ნათლიმამა“, ჰიროში ფუჯივარა Apple-ის სახის ნიღბების ფოტოებს გვიზიარებს