ამიერიდან, Uber მომხმარებელს ჩუმად მგზავრობის შესაძლებლობას მისცემს. Techcrunch-ის ცნობით, აპლიკაციას Uber Black მძღოლის „სიჩუმის რეჟიმი” დაემატა. შესაბამისად, ტაქსის გამოძახებისას მომხმარებელი თვითონ აირჩევს, სურს, თუ არა მძღოლთან საუბრის გაბმა. მომხმარებელმა ამისთვის „სიჩუმისა“ და „მოხარული ვიქნები, თუ ვისაუბრებთ“ რეჟიმებიდან ერთ-ერთი უნდა აირჩიოს. Uber-ის მძღოლი კი ამ არჩევანის შესაბამისად იმოქმედებს. აღნიშნული ფუნქცია აშშ-ში, ხვალიდან გახდება ხელმისაწვდომი. უცნობია, მიბაძავენ, თუ არა Uber-ს ამ კუთხით სხვა ტაქსის კომპანიები. დანერგავენ, თუ არა მსგავს სერვისს სხვები, მათ შორის, ისინი, რომლებიც საქართველოში ოპერირებენ.
Uber-მა „ტაქსის ჩუმი მძღოლის რეჟიმი“ დაამატა
