in

Ubisoft “ვარსკვლავური ომების” თამაშის შექმნაზე მუშაობს

ეს არის პირველი შემთხვევა, როცა ვარსკვლავური ომების თამაში EA-ს არ ეკუთვნის

veon
veon

ალბათ, უკვე ყველა ვამჩნევთ, როგორ გადმოინაცვლა “ვარსკვლავურმა ომებმა” ფილმის სამყაროდან ჩვენი ცხოვრების სხვადასხვა სფეროშიც. ბუნებრივია, ამ ყველაფრის ფონზე გეიმერებმაც იცოდნენ, რომ “მკვდრეთით აღმდგარი” Lucasfilm Games აუცილებლად შექმნიდა ფილმთან დაკავშირებულ თამაშს. როგორც ჩანს, მოლოდინი გამართლდა და მის შექმნაზე Ubisoft’s Massive Entertainment-ის გუნდი იზრუნებს.

აღსანიშნავია, რომ სწორედ Ubisoft-ის გარიგებით დასრულდა Electronic Arts-ის ექსკლუზიური უფლებები. ეს არის პირველი შემთხვევა, როცა ვარსკვლავური ომების თამაშს EA არ ქმნის. ამასთან დაკავშირებით Disney-ის უფროსი ვიცე პრეზიდენტი ამბობს – “EA ნამდვილად ძალიან სტრატეგიული და მნიშვნელოვანი პარტნიორია, თუმცა ვიგრძენით, რომ სხვებისთვისაც მოიძებნება ადგილი”. 

კრიტიკოსებისთვის ეს მოულოდნელი ცვლილება არ ყოფილა, რადგან მათი აზრით EA მთელი 8 წლის განმავლობაში ფლანგავდა საკუთარ მოვალეობებსა და უფლებებს.

როგორც ამბობენ, Ubisoft-ის მონაწილეობით საგრძნობლად გაიზრდება ვარსკვლავური ომების თამაშების მოცულობა, რაც Diney-სთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე, გამოთქმული ვარაუდის მიხედვით შესაძლოა, კომპანიამ დეველეპორების სახით სხვა პარტნიორებიც მიიწვიოს.

Samsung Galaxy S21 |S21+ | S21 Ultra წინასწარი შეკვეთა დაიწყო!

ნახეთ: ხელოვნების ნიმუშად ქცეული ტოსტები