ვინ იცის, რამდენჯერ გადაგვიყრია ან დაგვიმსხვრევია დაცარიელებული შუშის ბოთლები… როგორც ჩანს, ამ ერთი შეხედვით უბრალო ნივთისგან შთამბეჭდავი სამკაულის შექმნაა შესაძლებელი.
ყველაფერს აღმოჩენა, შემჩნევა და დაფასება სჭირდება, ეს ფაქტია. სწორედ ასე მიაგნო ე. წ. Jewelry Master-მა დამსხვრეული მინის ბოთლებიდან ბეჭდების დამზადების ხელოვნებას. თანაც, სპეციალური დამუშავების შედეგად მინა ბუნებრივ ქვას ემსგავსება.