დღეისათვის ფრილანსინგი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ტენდენციაა. ამჟამინდელი კვლევის მიხედვით, აშშ-ში 70,4 მილიონი ფრილანსერია. 2028 წლისთვის კი ეს რიცხვი 90,1 მილიონამდე უნდა გაიზარდოს — ეს სამუშაო ძალის 54%-ს შეადგენს.
ერთი შეხედვით, ფრილანსინგი მოძველებული კორპორატიული სტრუქტურებისა და სისტემების დანგრევას ერგება. ამასთან, ის იდეალურ საშუალებად იქცა მოქნილობის, თვითრეალიზებისა და ფინანსური დამოუკიდებლობისთვის. თანაც, სამუშაოს ადვილად საშოვნელად, უამრავი შესაბამისი პლატფორმა არსებობს — მათ შორის, A.Team, Upwork და We Are Rosie.
თუმცა, მიუხედავად მყარი მონაცემებისა და ინდუსტრიის ზრდის ტემპებისა, ადამიანებისთვის თქმა „უბრალოდ, ფრილანსერი გახდი“, არასწორია… მარტივი შედარებით, ეს იმას ჰგავს, კოსმოსში შესაბამისი აღჭურვილობის გარეშე გაუშვა ვიღაც. ცხადია, წარმატების მიღწევა ბევრს შეუძლია, მაგრამ ამისათვის სირთულეების გასამკლავებლად უნდა იყოთ მზად.
რა არ მუშაობს?
ისევე, როგორც მთამსვლელმა უნდა აწონ-დაწონოს მწვერვალზე ასვლის რისკები, ფრილანსერმაც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს შესაძლო სცენარები… თავისუფალი მოძრაობის პატივსაცემად წარმოდგენილი ზრდის მაჩვენებლები საშიშ შეცდომაში შემყვანია. შეერთებულ შტატებში თვითმმართველობის შტატგარეშე მუშაკების სამი მეოთხედი მუშაობს ნახევარ განაკვეთზე, რაც იმას ნიშნავს, რომ უმრავლესობა ფრილანსინგს მიმართავს, რათა შემოსავლის უფრო სტაბილური წყარო ჰქონდეს.
გარდა ამისა, ბოლო კვლევაში ნათქვამია, რომ ქალების 70%-ს, რომელიც ფრილანსინგზე ფიქრობს, სამსახურში დისკრიმინაციის აცილება სურთ… თუმცა აშშ-ში გენდერული ანაზღაურების შესახებ ჩატარებული კვლევების თანახმად, ფრილანსერი მამაკაცები 48%-ით მეტს გამოიმუშავებენ, ვიდრე ქალები. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც ქალები არ არიან ისეთივე წარმატებულები, როგორც მათი მამრობითი კოლეგები მცირე ბიზნესში, არის მისაბაძი მაგალითის ნაკლებობა. დამფუძნებელთა თითქმის ნახევარი ასახელებს ხელმისაწვდომ მენტორების ნაკლებობას და გარდა ამისა, მისაბაძი მაგალითის ნაკლებობა არის მთავარი მიზეზი, რის გამოც ქალები საერთოდ არ იწყებენ საკუთარ ბიზნესს.
We Are Rosie-ის მიერ გამოქვეყნებული 2022 წლის რეპორტის მიხედვით, ფრილანსინგის სფეროში წარმატების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გზა არის სპეციალობა. მიკროსწავლა და პროფესიული განვითარება არ არის მხოლოდ მათთვის, ვინც ახალია ამ ინდუსტრიაში; ისინი გამოცდილ ფრილანსერებს აძლევენ შესაძლებლობას, მიიღონ სპეციალიზებული ცოდნა, რომელიც გაზრდის მათ პროექტებს. მთლიანობაში კვლევებმა აჩვენა, რომ სრულ განაკვეთზე ფრილანსერად მომუშავეთა 70%-მა მონაწილეობა მიიღო პროფესიული განვითარების ტრენინგში ბოლო ექვსი თვის განმავლობაში. Upwork-ის მიხედვით კი, ყველაზე მოთხოვნადი სპეციალობის უნარებია ვებ-დიზაინი, სოციალური მედიის მარკეტინგი და მომხმარებელთა მომსახურება.
ხელმძღვანელობისა და ტრენინგის საჭიროების გარდა, ფრილანსერებს ესაჭიროებათ რისკის დაცვის დამატებითი ზომები. შტატგარეშე მუშაკების ნახევარზე მეტს (58%) ჰქონდა კლიენტებისგან გადაუხდელობის არაერთი შემთხვევა. სწორედ ამიტომ, მარგინალიზებულთა მოსამსახურებლად და მხარდასაჭერად შექმნილი კომპანიები, როგორიცაა We Are Rosie, შუამავლები არიან, რათა ფრილანსერების ანაზღაურება აკონტროლონ.
არც ისე დიდი ხნის წინ, სამეწარმეო პროფესიონალები იყო წესი და არა გამონაკლისი. როგორც კოლექტივი, ჩვენ მივდივართ მზარდი დეცენტრალიზებული მოდელისკენ, რადგან უფრო და უფრო მეტი რესურსი გადადის Web3-ზე. ჩვენ გვაქვს ვალდებულება, განვავითაროთ ფრილანსინგი ჰუმანური და ინკლუზიური გზით. ბევრი ფრილანსერი მარცხდება პირველი წლის შემდეგ, თავიდან აცილებული შეცდომების გამო და მხოლოდ მესამედი აღწევს მეათე წელს უცვლელად. თუმცა ფრილანსერების 87% თვლის, რომ ფრილანსირების საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, „უბრალოდ გახდი ფრინლანსერი“-ს ნაცვლად, უმჯობესია სხვებს ურჩიოთ, თუ ამ ნაბიჯის გადადგმას აპირებენ, წინასწარ გაიარონ ტრენინგები, მოაგროვონ გარკვეული დანაზოგი და გაეცნონ ინდუსტრიის სპეციფიკას.