in

მებაღე რობოტმა მცენარეების გაზრდა ადამიანებზე უკეთ შეძლო

თანაც, წყლის მოხმარება 44%-ით შეამცირა…

თუ მებაღეობასთან მცირე შეხება მაინც გქონიათ, ალბათ, თავადაც გაიგებდით, რამხელა შრომა იმალება ლამაზი ყვავილების ბუჩქების მიღმა. ერთი მხრივ, თერაპიაც კია, მაგრამ მრავალკულტურული ბაღები, სადაც განსხვავებულ მცენარეებს ვხვდებით, ძალიან შრომატევადია… აქ კი ერთი კარგი ამბავი გვაქვს — სულ ახლახან UC Berkeley-მ AlphaGarden წარმოადგინა, მაღალტექნოლოგიური AI მცენარეების ეკოსისტემა, რომელსაც მრავალკულტურული ბაღის გაშენება ისე კარგად შეუძლია, როგორც ადამიანებს. თუმცა როგორც გვეუბნებიან, ზოგიერთ შემთხვევაში რობოტი ამ საქმეში ჩვენზე უკეთესიც კია. 

შესაძლოა, AlphaGarden-ში საყვარელი მებაღე რობოტის ნახვას მოელოდეთ, თუმცა აქ ცოტა იმედი უნდა გაგიცრუოთ, რადგან იგი უფრო მეტად ამწეს მსგავს მექანიზმს მოგაგონებთ… საინტერესოა ისიც, რომ UC Berkeley-ს ბაღის ნაკვეთი AlphaGardenSim-ს მოიცავდა, AI პროგრამას, რომელსაც ნიადაგის ტენიანობის საზომი სენსორების გარდა, მაღალი რეზოლუციის კამერაც აქვს. დეველოპერებმა ავტომატური წვეთოვანი მორწყვა, მცენარეების გასხვლა და დათესვაც კი შესაძლებელი გახადეს. 

ხოლო იმისათვის, რომ მებაღეობაში რობოტისა და ადამიანების უნარები შეედარებინათ, მკვლევრებმა ორ ბაღში თანაბარი ოდენობის მცენარეები დარგეს. AlphaGarden-მა მცენარეებს უფრო სწრაფად გაზრდის საშუალება მისცა…

ახლა კი ზუსტად იმ საკითხზე გადავიდეთ, რომელშიც რობოტმა ადამიანს აჯობა — ორ სატესტო პერიოდში რობოტის სისტემამ წყლის მოხმარება 44%-ით შეამცირა. როგორც გვეუბნებიან, ეს ორ თვეში რამდენიმე ასეული ლიტრი წყლის დაზოგვას ნიშნავს… და თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ სამყაროში უამრავი ადამიანი დგას წყლის პრობლემის წინაშე, ნამდვილად სასიამოვნოა, წყლის რესურსების დასაზოგად დღეს დეველოპერებიც რომ მუშაობენ…

რობოტის სისტემის ეფექტურობაში, ალბათ, თავადაც დარწმუნდით, მაგრამ როგორც ამბობენ, ამ კუთხით ჯერ კიდევ ბევრი საკითხი უნდა შეისწავლონ, თუნდაც, ხელოვნური სინათლის წყაროების კუთხით. ამასთან, განსხვავებული კულტურების მქონე ბაღებს, შესაძლოა, განსხვავებული საჭიროებების გარდა, სხვადასხვა ზომისა და ფორმის რობოტები დასჭირდეს…

Skoda Karoq – მიმოხილვა, რომელიც მის სიკეთეებს უსვამს ხაზს

Warner Bros. Pictures Flash-ის რეკლამირებისთვის აუგმენტურ რეალობას იყენებს