10
Apr
2019

სახლის სამუშაოსთვის უსაფრთხო რობოტი, რომლის გაწვრთნაც თვითონ შეგიძლიათ

10 Apr 2019

veon
veon


რობოტების გაყიდვებმა, უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში, პიკს მიაღწია. თუმცა, მათი შეძენა ისევ ძვირი სიამოვნებაა, ხოლო მათი მუშაობა ადამიანის გვერდით – საშიში. სწორედ ამ პრობლემასთან გასამკლავებლად, კომპანია UC Berkeley-მ შექმნა რობოტი Blue, რომელიც ხელოვნურ ინტელექტს იყენებს. მისი გაწვრთნა, VR სათვალისა და სენსორების მეშვეობით, თვითონ შეგეძლებათ. Blue თქვენგან ისწავლის ტანსაცმლის დაკეცვას, მაგიდის ალაგებასა თუ ყავის მოდუღებას.

Blue 3D პრინტერით დამზადებული ნაწილებისგან შედგება და კიდურებზე აქვს პინცეტისებური დაბოლოებები.

პროექტის ხელმძღვანელი – პიტერ აბეელი The Verge-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ სხვა რობოტები მკაცრადაა დაპროგრამებული. მათი მოძრაობა წინასწარაა განსაზღვრული და ისინი ერთსა და იმავე მოძრაობას დაუსრულებლად იმეორებენ, იქნება ეს სმარტფონის ნაწილების აწყობა, თუ შედუღაბება. თუმცა, მომავლის რობოტები უფრო დინამიურები იქნებიან. მათ შეეძლებათ ადამიანთან ერთად, ერთ სივრცეში მუშაობა, ისე, რომ არ შექმნან საფრთხე. კამერებისა და სენსორების მეშვეობით კი ისინი შეძლებენ გადაადგილდნენ განსხვავებულად ყოველ ჯერზე, მოცემული გარემოს შესაბამისად.

რამდენიმე სკეპტიკოსი მეცნიერის არსებობის მიუხედავად, UC Berkeley რობოტის ახალ მოდელზე მუშაობას განაგრძობს და აქვს პრეტენზია, თქვას ახალი სიტყვა რობოტიკაში. ერთი კი ცხადია, რაც არ უნდა ქნათ, რობოტი ხელს არ შეგიბრუნებთ:

განხილვა