in

Audi-ს ავტოპილოტის საიმიჯო რეკლამა უჩინარი ადამიანის მონაწილეობით

უჩინარი ადამიანის სამსახიობო კარიერას თუ გადავხედავთ, შეიძლება ითქვას, რომ მან წარმატებას ნამდვილად მიაღწია და სერიოზული „ცნობადობაც“ მოიპოვა. მიუხედავად ამ ყველაფრისა, უჩინარ ადამიანს მაინც დარჩა ერთი ოცნება განუხორციელებელი. Audi-ს ახალი სარეკლამო ვიდეორგოლის მთავარი გმირი სწორედ ეს პერსონაჟი გახდა თავისი მიუღწეველი ოცნებით. ვიდეოში უჩინარი ადამიანი ყვება იმ უზრუნველი ცხოვრების შესახებ, რომელიც მას აქვს: კარგი სახლი, შემოსავალი, უზრუნველი ცხოვრება და რა თქმა უნდა, არაჩვეულებრივი მანქანაც. მართალია, მას უახლესი მოდელის Audi ჰყავს, მაგრამ თავის სიამაყესთან ერთად სამახსოვრო სურათის გადაღებას მაინც ვერასდროს შეძლებს. კომპანიამ ორიგინალურად შეძლო იმ ავტომობილის პოზიციონირება, რომელიც უახლესი ავტოპილოტის სისტემით არის აღჭურვილი და მძღოლს თითქმის უკვე საერთოდ აღარ საჭიროებს, მით უმეტეს, უჩინარს.

BOG

 

საკუთარი ხელით შექმნილი მანქანა მონატრებული მეგობრის სანახავად – Tiguan-ის ვიდეორგოლი

რა მოხდება მაშინ, მშობლებს ბავშვებმა რომ შეურჩიონ სამოსი?! – #KidsRevenge ბავშვებისკენ