in

უცხოპლანეტელები? — იტალიელმა ფოტოგრაფმა ცაზე უჩვეულო ნათებები დააფიქსირა

აი, რას ნიშნავს სწორ დროს სწორ ადგილზე მოხვედრა… იტალიელმა ფოტოგრაფმა ვალტერ ბინოტომ ერთი შეხედვით არარეალური კადრი დააფიქსირა, წითელი ნათების უცნაური ფორმები ცაში, რომელიც სამეცნიერო ფანტასტიკას უფრო ჰგავს, ვიდრე რაღაც ნამდვილს. თავადაც ასე ფიქრობს და კადრს Independence Day-ის ფილმის ერთ-ერთ სცენას ადარებს, რა დროსაც უცხოპლანეტელების ხომალდმა თეთრი სახლი გაანადგურა — ეს მეტნაკლებად ჰგავდა ზედა ატმოსფეროში არსებული ნათების რეალურ ფოტოს, რომელიც პოსანოდან 28 ნოემბერს გადავიღე.

M2
M2

თუმცა ყველაფერს მხოლოდ სწორ დროსა და ადგილზე ყოფნას ვერ დავაბრალებთ, რადგან არანაკლებ მნიშვნელოვანია ტექნიკური ცოდნა, რომ შანსი სწორად გამოიყენო. ბინოტო იღბლიანი გამოდგა, ორნაირი ნათება დააფიქსირა, რომლებიც ერთსა და იმავე დროს ელვის ჩამოვარდნის შედეგად მიიღება. როგორც თავად აღწერს, სურათის ცენტრში არსებული წითელი ობიექტები სპრაიტებია, ხოლო მფრინავი თეფშის მსგავსი გამოსახულება ELVES.

ეს საოცარი სანახაობა კი ადრიატიკის ზღვაზე დაახლოებით 350 კილომეტრის დაშორებით მომხდარი ერთი ელვის დარტყმით მივიღეთ:

„დადებით ელვას პიკური დენი 387 kA ჰქონდა, რაც დაახლოებით 10-ჯერ აღემატება ჩვეულებრივი ელვის დარტყმას. ELVES კი განსაკუთრებით საინტერესოა, თუნდაც იმიტომ, რომ ძალიან იშვიათია. მაშინ წარმოიქმნება, როცა უჩვეულოდ ძლიერი ელვის დარტყმა წარმოქმნის ინტენსიურ ელექტრომაგნიტურ იმპულსს (EMP). წითელი რგოლი მიუთითებს, თუ სად დაეცა EMP დედამიწის იონოსფეროში. არსებული ვარსკვლავების წყალობით, ELVES-ის სიმაღლის გაზომვა მოვახერხე, რომელიც დაახლოებით 85 კილომეტრი იყო, 230-კილომეტრიანი რადიუსით, — განმარტავს ბინოტო.

ამგვარად, მართალია, საქმე უცხოპლანეტელებთან არ გვქონია, მაგრამ ის, რასაც ფოტოზე ვხედავთ, ნამდვილად არარეალურს ჰგავს.

საქართველოს ბანკის საახალწლო შეთავაზებები მოსწავლეებისთვის

შენ ამას შეძლებ – როგორია საქართველოს ბანკის საახალწლო ვიდეო