in

სტადიონი ციცაბო ფერდობზე და უჩვეულო ალპური ფეხბურთი Mercedes–ისგან

იყო დრო, ქართული Facebook საზოგადოება ასეთ სტადიონს ნატრობდა. ნახეთ, Mercedes–ის ექსპერიმენტი ფეხბურთის მოყვარულებისთვის. სწორ მოვლილ მინდორზე სირბილი და ბურთით თამაში ყველას შეუძლია, მაგრამ დახრილ მთაზე მხოლოდ ექსტრემალები თუ გარისკავენ. 

რა შეიძლება დავარქვათ: “მთის ფეხბურთი”? მერსედესმა მას “ალპური ფეხბურთი უწოდა”. ბუნებრივი პირობების შესაბამისად გადაკეთებული სპორტი საკმაოდ სახალისო და ექსტრემალური გამოდგა. მოსახლეობა უკვე სპეციალურად ეძებს ფერდობებს და ფეხბურთის მოედნებს ხაზავს. მიუხედავად იმისა, რომ პირობები გაცილებით უფრო რთულია, თამაში ყველა წესის დაცვით მიმდინარეობს. ფეხბურთელები გაორმაგებული ძალისხმევით თამაშობენ, იღებენ დიდ სიამოვნებას, რა თქმა უნდა ბევრ დაჟეჟილობასაც. საყურებლად შეკრებილი გულშემატკივარი კი ყოველთვის ბევრს ხალისობს.

 

https://www.youtube.com/watch?v=UOxL-vGtfks

 

Mercedes–ის ეს უჩვეულო მიგნება ნამდვილად ძალიან სახალისო და საინტერესოა. ახალ MYVAN–თან ერთად, მან მსოფლიოს სპორტის ახალი სახეობა გააცნო. ვინ იცის, იქნებ ამ ვიდეორგოლის შემდეგ ალპურ ფეხბურთს უფრო მეტი მიმდევარი გამოუჩნდეს.

მამა, მადლობა ყოველი გავლილი მილისთვის – სადაზღვევო კომპანია Linear–ის საიუბილეო აქცია

ჩახედე შიშს თვალებში! – Y&R-ის Print ნამუშევრები