in ,

უჩვეულო და ემოციური მშობელთა კრება ამერიკული კომპანია Hasbro-სგან

სათამაშოების მწარმოებელმა ამერიკულმა კომპანია Hasbro-მ, ერთ-ერთ სკოლაში, მშობლები ყველაზე უჩვეულო, ამასთან, ძალიან ემოციურ მშობელთა კრებაზე მიიწვია. ამჯერად, ტრადიციული კრებისგან განსხვავებით, ბავშვების ქცევის შესახებ არა მასწავლებლები, არამედ, უშუალოდ, პატარები ყვებოდნენ. საკლასო ოთახში შესულ უფროსებს იქ მათი შვილის საყვარელი მეგობარი ხვდებოდათ, რომელიც ყველაზე უკეთ აღწერდა მეწყვილის ქცევასა თუ მის პიროვნულ მახასიათებლებს. მშობლებისთვის კი შვილის ღირსებების მოსმენა გაცილებით უფრო საინტერესო და გულისამაჩუყებელი აღმოჩნდა, ვიდრე სასკოლო საგნებში მისი აკადემიური მოსწრების შესახებ ინფორმაციის მიღება. ამ საინტერესო კამპანიაში Hasbro-სთან ერთად სააგენტო Grey იყო ჩართული.

BOG
BOG

https://www.youtube.com/watch?v=0S_cBtb57cc

შუშა, როგორც ურთიერთობის საზღვარი – მამა-შვილის ემოციური ამბავი Windex-ის ვიდეორგოლში

3D ნახატი და უფასო საფოსტო გზავნილები! „საქართველოს ფოსტის” საზაფხულო აქცია ბათუმში