27
Apr
2017

უჩვეულო თავგადასავლები და სრულიად ახალი შეგრძნებები – Heineken–ი ჰორიზონტის გაფართოებას გვთავაზობს

27 Apr 2017

Elit Electronics
Elit Electronics


ერთი საყვარელი, მყუდრო კაფე თუ ბარი გარკვეული დროის შემდეგ მოსაწყენი ხდება, ან იმდენად მიჩვეული, რომ სხვა გაცილებით უფრო საინტერესო ადგილები ამ დროს იკარგებიან. Heineken–ი ლუდის მოყვარულებს ჰორიზონტის გაფართოებას სთავაზობს და სამოტივაციოდ ახალ სარეკლამო ვიდეორგოლსაც უშვებს, რომელზეც სააგენტო Publicis–მა იმუშავა. რა ხდება მაშინ, როდესაც მიჩვეული ადგილის ნაცვლად, რაღაც ახლის გამოცდას გადაწყვეტთ? 4 ახალგაზრდა მამაკაცი და სიახლით დაწყებული საოცარი თავგადასავლები. ბრენდის სარეკლამო რგოლში გმირებმა ბევრი უჩვეულო როლი მოირგეს, იყვნენ მეომრები, მეზღვაურებიც, მთამსვლელებიც და კოსმონავტების სკაფანდრებშიც გამოეწყვნენ. თუმცა, თავგადასავლები არც ამით დასრულებულა. როდესაც ისეთი ლუდის მოყვარული ხარ, როგორიც Heineken–ია, მუდმივად უნდა იყო მზად ახალი შეგრძნებებისთვის.

 

განხილვა