აპლიკაციის საშუალებით ენის სწავლა ძალიან მოსახერხებელია. არაა საჭირო არსად წასვლა, არანაირ გაკვეთილზე დასწრება, არ გიწევს მასწავლებელთან კომუნიკაცია…ფინანსური რესურსის კუთხითაც თუ შევხედავთ, ფასიანი აპლიკაციებითაც კი უფრო ნაკლებს დავხარჯავთ, ზოგიერთი მათგანი კი სრულიად უფასოა.
ამ სტატიაში გაგაცნობთ 5 აპლიკაციას, რომლებიც ენის დამოუკიდებლად შესწავლაში დაგეხმარებათ.
მას ყველაზე მეტი ადამიანი იცნობს და არაერთ მომხმარებელს დახმარების უცხო ენის ათვისებაში. როდესაც აპს ხსნით, ირჩევთ ენას, რომლის შესწავლაც გსურთ. უმჯობესია, თავიდანვე შექმნათ საკუთარი პროფილი, რათა შემდეგ თვალყური ადევნოთ თქვენს პროგრესს.
ეს უფასო აპლიკაცია გთავაზობთ როგორც ტექსტურ მასალას, ისე ფოტოებსა და აუდიოს. ენების არჩევანიც საკმაოდ მრავალფეროვანია. შეგიძლიათ, შეისწავლოთ: ინგლისური, გერმანული, იტალიური, ესპანური, ფრანგული, ჩინური, არაბული, იაპონური, ბერძნული და ნორვეგიული ენებიც კი. ეს სრული სია არ არის, აპლიკაცია ბევრ სხვა ენასაც მოიცავს.
Busuu-ს აპლიკაცია მოსახერხებელი და მოქნილია. შეგიძლიათ, დონეების მიხედვით დაყოთ თქვენი სწავლის პროცესი. თუ დამწყები ხართ, პირველი დონე, თუ უკვე გაქვთ გარკვეული ცოდნა, საშუალო დონეს აირჩევთ და ა.შ. მას აქვს როგორც უფასო, ისე პრემიუმვარიანტი.
ეს კარგი აპლიკაციაა მათთვის, ვისაც უცებ სურს ახალ ენაში გარკვევა. ის მოიცავს ისეთ სიტყვებსა და ფრაზებს, რაც სალაპარაკოდ დაგეხმარებათ. სამწუხაროდ, ის იმდენივე ენას არ გვთავაზობს, რამდენსაც ზემოთ ხსენებული, მაგრამ არჩევანი აქაც არაა ცოტა: ინგლისური, ესპანური, ფრანგული, გერმანული, იტალიური, პორტუგალიური და კიდევ რამდენიმე ენა შეგიძლიათ, ისწავლოთ.
Memrise საშუალებას გაძლევთ, ისწავლოთ ენების დიდი რაოდენობა. აქაც შესაძლებელია დონეების მიხედვით სწავლა და, ასევე, როგორც უფასო, ისე პრემიუმვარიანტის გამოყენება.
მისი უნიკალურობა სიტყვებისა და ფრაზების სწორად სწავლებაში მდგომარეობს. გარდა ამისა, ამ აპში იპოვით თემატურ ფოტოებს, რაც დაგეხმარებათ სიტყვასა და ვიზუალს შორის ლოგიკური კავშირის დამყარებასა და მარტივად დამახსოვრებაში.
იმ ენების გარდა, რაც უკვე ვახსენეთ, ამ აპლიკაციაში კიდევ ემატება: თურქული, მონღოლური, კორეული და სხვა ენები.
Rosetta Stone არის პროფესიონალური დონის უფასო სერვისი ენის შესწავლისთვის, რომელიც კონკრეტულ მიზნებზეა გათვლილი. კერძოდ, ის შეიქმნა მოგზაურებისთვის, რათა გაუმარტივოს მათ სხვადასხვა ქვეყანაში წასვლა. აპლიკაციაში სპეციალურადაა თავმოყრილი ისეთი სიტყვები და ფრაზები, რომლებიც სწორედ მოგზაურობის დროს გვჭირდება.
ვიზუალები აქაც დაკავშირებულია ტექსტობრივ მასალას, რაც აღქმას ამარტივებს. აპლიკაცია გამოთქმაშიც გავარჯიშებთ და გთავაზობთ სიტყვების აუდიოვერსიებს, რათა მასთან ერთად გაიმეოროთ და დაიმახსოვროთ, როგორ წარმოთქვათ ესა თუ ის სიტყვა და ფრაზა.
ეს აპლიკაციაც მრავალფეროვან არჩევანს გთავაზობთ. არაბულით დაწყებული, საერთაშორისო ინგლისურით დამთავრებული, აქ არაერთ ენას ისწავლით სამოგზაურო/სალაპარაკო დონეზე.
როგორც თავად დასახელება გვეუბნება, ეს აპლიკაცია 50-ამდე ენას გვთავაზობს. ის უფრო დამწყებთათვის არის განკუთვნილი და არ მოიცავს მაღალ დონეებს.
აპლიკაცია იმითაა გამორჩეული, რომ გვთავაზობს როგორც უფასო გაკვეთილებს, ისე ტესტებსა და სავარჯიშოებს, რომლებიც თამაშის პრინციპზეა დაფუძნებული და საკმაოდ სახალისოა.
პოპულარული ენები, რომლებსაც ამ აპში ხშირად ირჩევენ, არის: ჩინური, ინგლისური, პორტუგალიური, იაპონური და ესპანური.
ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი