22
May
2019

როგორ აღმოვაჩინოთ ბავშვებში ფარული ნიჭი? – UCMAS-ის გონებრივი განვითარების პროგრამა

22 May 2019

რას გვიმზადებს მომავალი? როგორ სამყაროში გაიზრდებიან ჩვენი შვილები? როგორ მოვამზადოთ ისინი სამყაროსთან ადაპტაციასა და გამოწვევებთან გამკლავებაში? როგორ დავეხმაროთ ფარული ნიჭის აღმოჩენასა და განვითარებაში? ეს ის კითხვებია, რომელიც ბევრ მშობელს აფიქრებს. ერთი მხრივ, ალბათ ყველა მშობელს სურს შვილს საუკეთესო განათლება მისცეს, მეორე მხრივ კი, შიშობს, თუ როგორ შეძლებს ბავშვი იმ გამოწვევებთან გამკლავებას, რაც არაპროგნოზირებად ინფორმაციულ ეპოქას ახლავს თან. ამ დროს ჩნდება კითხვა, როგორია ეფექტიანი განათლების სისტემა? სწორედ ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად შეიქმნა აბაკუსსა და მენტალურ არითმეტიკაზე დაფუძნებული საგანმანათლებლო ორგანიზაცია Universal Concept of Mental Arithmetic System (UCMAS), რომელიც ბავშვებში ნიჭისა და პოტენციალის განვითარებაზე მუშაობს. UCMAS ხელმისაწვდომია 80 ქვეყნის 6000-ზე მეტ ცენტრში. საქართველოში UCMAS-ის ოფიციალური წარმდგენია კომპანია SMARTMAN. UCMAS-ის საგანმანათლებლო პროგრამაში, ბოლო 26 წლის მანძილზე, 2.5 მლნ-მა ბავშვმა მიიღო მონაწილეობა.

“UCMAS-ის პროგრამა თანაბრად ავითარებს თავის ტვინის ორივე ნახევარსფეროს, რაც ეხმარება ტვინს მარტივად და უფრო სწრაფად შეასრულოს მასზე დაკისრებული „მოვალეობა“. ასევე, ის ბავშვებს ასწავლის „ფიქრს ჩარჩოებს გარეთ“. ამიტომ ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ UCMAS მიწვდება ყველა ქართველ ბავშვს და ისინი შეძლებენ როგორც გაიმარტივონ აკადემიური სწავლის პროცესი სწრაფად ათვისებისა და თავდაჯერებულობის ხარჯზე, ასევე მიაღწიონ დიდი წარმატებებს ცხოვრებაში” – ამბობს კომპანია “სმარტმენის” თანადამფუძნებელი, საჰარ ჰარბი.

M: ქ-ნო საჰარ, კონკრეტულად რა უნარ-ჩვევების განვითარება სჭირდებათ თანამედროვე ბავშვებს?

საჰარ ჰარბ

ვფიქრობ, საჭიროა დავიწყოთ მათი სოციალური უნარ-ჩვევების განვითარებითა და მათ გარშემო არსებულ სამყაროსთან ურთიერთქმედებით. ეს მათი წარმატებისა და ბედნიერების კრიტიკული ნაწილია, უფრო მნიშვნელოვანიც კი, ვიდრე მათი აკადემიური შედეგები. გარდა ამისა, გვინდა, რომ ჩვენმა შვილებმა შეძლონ დამოუკიდებლად სწავლა. პირველი ნაბიჯი დამოუკიდებელი სწავლებისკენ არის იმის სწავლება, რომ მათ დასვან კითხვები.

ასწავლეთ ბავშვებს პრობლემების მოგვარება მარტივი პრობლემების გადაწყვეტის მოდელირებით. დღესდღეობით, პრობლემების მოგვარება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი უნარ-ჩვევაა, რომელიც ბავშვებმა უნდა გააუმჯობესონ. ასევე, მშობლებმა შვილებს აუცილებლად უნდა ასწავლონ, როგორ იყვნენ დამოუკიდებლები. ცვლილებებთან გამკლავება, ვფიქრობ, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი უნარ-ჩვევაა, რაც ჩვენმა შვილებმა უნდა განივითარონ, რადგან მსოფლიო ძალიან სწრაფად იცვლება და მათ უნდა იცოდნენ როგორ აუწყონ ფეხი, მიიღონ და მომართონ ეს ცვლილებები მათთვის ხელსაყრელ მხარეს.

ამას გარდა, თითოეულ ჩვენგანს არა მიზნები, დისციპლინა, გარე მოტივაცია, ან წახალისება, არამედ, ენთუზიაზმი ამოძრავებს. ბავშვებმა თავიანთი ინტერესები გატაცების პოვნამდე უნდა განივითარონ.

M: რა წვლილი შეაქვს ბავშვის განვითარებაში UCMAS-ის პროგრამას?

საერთო ჯამში, UCMAS არის პროგრამა, რომელიც აუმჯობესებს შემეცნების უნარ-ჩვევებს და აყალიბებს კალკულაციის მყარ საფუძველს, რაც მათემატიკის ფესვებს წარმოადგენს. UCMAS პროგრამის შედეგად ვითარდება ისეთი უნარები, როგორიცაა კონცენტრაცია, დაკვირვება, მხედველობითი მეხსიერება, წარმოსახვა, კრეატიულობა, განსჯა, ათვისება, მსჯელობა, თავდაჯერებულობა. გარდა ამისა, არსებობს სხვადასხვა მეცნიერული კვლევები ისეთი ინსტიტუციების მიერ, როგორებიც არიან, მაგალითად, სან დიეგოს კალიფორნიის უნივერსისტეტი, რომელმაც აჩვენა, რომ პროგრამა ახდენს IQ და EQ-ს თანაბარ დონეზე განვითარებას. ასევე, ჰარვარდისა და მასაჩუსეტსის უნივერსიტეტების კვლევებით დადგინა დადგინდა, რომ UCMAS-ს აქვს დიდი გავლენა ისეთ კოგნიტურ უნარ-ჩვევებზე, როგორიც არის ყურადღება, მეხსიერება, შეფასების უნარი და ა.შ.

M: უფრო ვრცლად გვიამბეთ UCMAS-ის პროგრამის თავისებურებებზე…

UCMAS წარმოადგენს უნიკალურ და მეცნიერულად დადასტურებულ გონებრივი განვითარების პროგრამას, რომელიც შექმნილია ბავშვების ფარული ნიჭის გამოსავლენად. ესაა პროგრამა ადრეული ასაკის ბავშვებისთვის, როცა თავის ტვინი განვითარების პიკს აღწევს. UCMAS-ს აქვს ჯამში 10 დონე. თითოეული დონე გრძელდება 4 თვეს, რომლის განმავლობაშიც, კვირაში ერთხელ, ორსაათიანი გაკვეთილი ტარდება.

ესაა განათლება, რომელიც იძლევა განსხვავებას – UCMAS აერთიანებს უძველესი სწავლების ინსტრუმენტს – აბაკუსს – თანამედროვე სწავლების გამოცდილებასთან. ახდენს თავის ტვინის განვითარების სტიმულირებას და ამავე დროს, სწავლის პროცესს ხდის უფრო მხიარულსა და საინტერესოს. მუდმივად ჩვენი პროგრამა და სწავლების მეთოდი (6 თითის გამოყენებით) არის განახლებადი, იმის უზრუნველსაყოფად, რომ UCMAS-ის მიერ შეთავაზებული სწავლის გამოცდილება სტუდენტებისთვის ყოველთვის იყოს ეფექტური.
ჩვენ გაკვეთილები ტარდება მაღალკვალიფიციური და სერტიფიცირებული კურსის ინსტრუქტორების მიერ, რომელთა გადამზადებასა და ტესტირებების გავლის პროცესს მუდმივი ხასიათი აქვს. ისინი პასუხისმგებელნი არიან ბავშვების შედეგებზე. ასევე, ყველა ბავშვს რომ ინდივიდუალური ყურადღება დაეთმოს, ჩვენთან თითო ჯგუფში მცირე რაოდენობის (10-მდე) სტუდენტია.

M: კონკრეტულად, რა ასაკის ბავშვებისთვისაა გათვალისწინებული პროგრამა?

UCMAS-ის პროგრამა რეკომენდირებულია 4-დან 14 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის, რომელიც ადრეული ასაკის ბავშვთა გონებრივ ძალას ავითარებს, როდესაც ტვინის განვითარება პიკს აღწევს.

M: კომპანია SMARTMAN-ზეც გვიამბეთ. როგორ დააკავშირეთ თქვენი საქმიანობა UCMAS-სთან?

“სმარტმენი” პროფესიული ტრენინგებისა და განვითარების პროგრამების წამყვანი მიმწოდებელია. ჩვენი მიზანია ლიდების ჩამოყალიბება და მათი შესაძლებლობების განვითარება. ჩვენ ვემსახურებით პროფესიონალებს საქართველოში, განსაკუთრებით მომსახურების სექტორში. ჩვენ ვეხმარებით ორგანიზაციებს, ხალხს, მათი ნიჭის გაღვივებასა და ოპტიმალურ შესრულებაში. SMARTMAN-ში არ ვატარებთ ტრადიციული ტრენინგებისა და განვითარების პროგრამებს. პირიქით, ჩვენი მიდგომა შეესაბამება მომავალზე ორიენტირებულ საერთაშორისო ტენდენციებს. ჩვენ გიბიძგებთ აკეთოთ ის, რაც შთაგაგონებთ. ამასთან, ჩვენ ექსკლუზიურად ვფლობთ UCMAS-ის ფრანჩაიზინგს საქართველოში და გვაქვს უფლება თანადამფუძნებლის ლიცენზიის გაყიდვის დაინტერესებულ საგანმანათლებლო კომპანიებსა თუ ინდივიდებზე.

 

ავტორი: თამარ მეფარიშვილი

 

[R]

განხილვა