in

ეროვნულ ბიბლიოთეკაში საგანმანათლებლო პროგრამა UCMAS-ის ღია კარის დღე გაიმართება

21 სექტემბერს ეროვნულ ბიბლიოთეკაში UCMAS–ის ღია კარის დღე გაიმართება. UCMAS მეცნიერულად დადასტურებულ გონებრივი განვითარების პროგრამას წარმოადგენს, რომელიც შექმნილია ბავშვების ნიჭის გამოსავლენად. საგანმანათლებლო პროგრამა განკუთვნილია იმ ასაკის ბავშვებისთვის, როცა გონება განვითარების პიკს აღწევს. იგი მაქსიმალურად უწყობს გონებრივ განვითარებას ხელს და ავითარებს ისეთ უნარებს, როგორებიცაა: კონცენტრაცია, დაკვირვება, მხედველობითი მეხსიერება და სხვ. აღნიშნული საგანმანათლებლო პროგრამა მსოფლიოს 80 ქვეყანაში წარმატებით ისწავლება.

 

რა ტიპის ღონისძიებაა დაგეგმილი 21 სექტემბერს და რა სპეციალური შეთავაზებები გექნებათ ამ დღეს?

სწორედ ჩვენი თავდადებისა და ერთგულების გამო, თითოეული ბავშვის განათლების მიმართ, UCMAS არის მსოფლიოს 80 ქვეყანაში, მათ შორის, აშშ-ში, კანადაში, გერმანიაში, დიდ ბრიტანეთში და ა.შ. როგორც საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამა, ჩვენი ერთ-ერთი ყოველწლიური ღონისძიება ღია კარის დღეა, რომელიც ყოველწლიურად, სკოლის სასწავლო წლის დაწყების პერიოდში იმართება. ჩვეულებისამებრ, ამ დღეს ახალი რეგისტრაციებისთვის ჩვენი პროგრამისა და წლის გეგმის, განრიგის გაცნობა მოხდება. საქართველოში პირველი ღია კარის დღისთვის, ლოკაციად საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა შევარჩიეთ. 21 დეკემბრის დღის პროგრამა ასეთია:

12:00 – სტუმრების მიღება
12:20 UCMAS პრეზენტაცია და ცოცხალი პერფორმანსი (ლაივ დემო)
12:50 მასტერკლასი ახალი სტუდენტებისთვის
13:10 კითხვები და პასუხები
13:30 სიახლეები და UCMAS საქართველოს მოახლოებული ღონისძიებების გაცნობა
13:45 რეგისტრაცია და ინდივიდუალური გასაუბრებები რეგისტრაციის კუთხეში

ჩვენი სპეციალური შეთავაზება არის უფასო სასწავლო ინვენტარი ყველასთვის, ვინც სწორედ ღია კარის დღეს დარეგისტრირდება.

თქვენ ახსენეთ, რომ ღია კარის დღე თქვენი ერთ-ერთი ღონისძიებაა, რომელსაც UCMAS ყოველწლიურად ატარებს. შეგიძლიათ ჩამოთვალოთ სხვა ღონისძიებები?

1993 წლიდან მოყოლებული, 2.5+ მილიონზე მეტი ბავშვია UCMAS-ის პროგრამაში ჩართული და ის 6,000-ზე მეტ ცენტრში მიმდინარეობს მსოფლიოს მასშტაბით. 26 წლის გამოცდილების შემდეგ, ჩვენ შეგვიძლია, გავაცნოთ UCMAS-ის კულტურა უკვე ქართველ მშობლებს და ჩამოვთვალოთ ჩვენი განსაკუთრებული ყოველწლიური ღონისძიებები:

ა) IGE საერთაშორისო შეფასების გამოცდა სტუდენტებისა და კურსის ინსტრუქტორებისთვის წელიწადში ორჯერ.
საერთაშორისო შეფასების გამოცდა (IGE) არის სტანდარტიზებული ტესტირების სისტემა, რომელიც UCMAS-ის გლობალური სათაო ოფისის მიერ შეიქმნა. იგი მდებარეობს მალაიზიაში, აკრედიტებული ჩინეთის აბაკუსის ასოციაციასთან (CZA).
ბ) საერთაშორისო და ეროვნული კონკურსები წელიწადში ერთხელ – ეს არის შეჯიბრი, სადაც ბავშვებს უწევთ 200 მათემატიკური ამოცანის შესრულება 8 წუთში.
გ) გამოსაშვები ცერემონია – UCMAS გამოსაშვები ცერემონია არის ყველაზე მნიშვნელოვანი ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც ეძღვნება UCMAS-ის კურსდამთავრებულ სტუდენტებს, რათა მოხდეს მათი მიღწევებისა და წარმატების დაფასება და აღიარება.

აქვე დავამატებ, რომ ჩვენ პერიოდულად სულ ვერთვებით სხვადასხვა ტიპის ღონისძიებაში, მაქსიმალურად ვართ ყველგან, სადაც ბავშვები არიან, ვიღებთ მონაწილეობას სხვადასხვა თემატურ ექსპოებსა თუ ფესტივალებში. მაგალითად, სულ მალე, 28 სექტემბერს წარმოდგენილი ვიქნებით ჩვენი სახალისო და საინტერესო აქტივობებით მთაწმინდის პარკში საბავშვო ფესტივალის ფარგლებში.

უფრო ვრცლად გვიამბეთ პროგრამის თავისებურებებზე, რა სერვისებს თავაზობთ?

UCMAS წარმოადგენს უნიკალურ და მეცნიერულად დადასტურებულ გონებრივი განვითარების პროგრამას, რომელიც შექმნილია ბავშვების ფარული ნიჭის გამოსავლენად. ესაა პროგრამა ადრეული ასაკის ბავშვებისთვის, როცა თავის ტვინი განვითარების პიკს აღწევს. UCMAS-ს აქვს ჯამში 10 დონე. თითოეული დონე გრძელდება 4 თვე, რომელთა განმავლობაშიც, კვირაში ერთხელ, ორსაათიანი გაკვეთილი ტარდება.

ესაა განათლება, რომელიც იძლევა განსხვავებას – UCMAS აერთიანებს უძველესი სწავლების ინსტრუმენტს – აბაკუსს – თანამედროვე სწავლების გამოცდილებასთან. ახდენს თავის ტვინის განვითარების სტიმულირებას და ამავე დროს, სწავლის პროცესს უფრო მხიარულსა და საინტერესოს ხდის. ჩვენი პროგრამა და სწავლების მეთოდი (6 თითის გამოყენებით) მუდმივად განახლებადია, იმის უზრუნველსაყოფად, რომ UCMAS-ის მიერ შეთავაზებული სწავლის გამოცდილება სტუდენტებისთვის ყოველთვის ეფექტური იყოს.

ჩვენს გაკვეთილებს მაღალკვალიფიციური და სერტიფიცირებული კურსის ინსტრუქტორები ატარებენ, რომელთა გადამზადებასა და ტესტირებების გავლის პროცესს მუდმივი ხასიათი აქვს. ისინი პასუხისმგებელნი არიან ბავშვების შედეგებზე. ასევე, ყველა ბავშვს რომ ინდივიდუალური ყურადღება დაეთმოს, ჩვენთან თითო ჯგუფში მცირე რაოდენობის (10-მდე) სტუდენტია.

რა შედეგებს აღწევს ბავშვი UCMAS პროგრამის მეშვეობით?

ჩვენი მიზანია, უზრუნველვყოთ განსხვავებული განათლება, რომელიც ხელს უწყობს ტვინის აქტივობის სტიმულირებას. ეს კი, მომავალში ჩვენს შვილებს დაეხმარებათ, ადვილად გაუმკლავდნენ ყოველგვარ ცხოვრებისეულ გამოწვევას. UCMAS პროგრამა იმგვარ უნარებს ავითარებს, როგორებიცაა: კონცენტრაცია, დაკვირვება, მხედველობითი მეხსიერება, წარმოსახვა, კრეატიულობა, განსჯა, ათვისება, მსჯელობა, თავდაჯერებულობა.

გარდა ამისა, არსებობს სხვადასხვა მეცნიერული კვლევა ისეთი ინსტიტუციების მიერ, როგორებიც არიან, მაგალითად – სან დიეგოს კალიფორნიის უნივერსისტეტი, რომელმაც აჩვენა, რომ პროგრამა ახდენს IQ და EQ-ს თანაბარ დონეზე განვითარებას.
ასევე, მაგალითად, ჰარვარდისა და მასაჩუსეტსის უნივერსიტეტების კვლევების შედეგად დადგინდა, რომ UCMAS-ს აქვს დიდი გავლენა ისეთ კოგნიტურ უნარ-ჩვევებზე, როგორებიცაა: ყურადღება, მეხსიერება, შეფასების უნარი და ა.შ. მოკლედ, UCMAS არის პროგრამა, რომელიც აუმჯობესებს შემეცნების უნარ-ჩვევებს და აყალიბებს კალკულაციის მყარ საფუძველს, რაც მათემატიკის ფესვებს წარმოადგენს. წარმოიდგინეთ, რას დაკარგავენ ბავშვები UCMAS-ის გარეშე.

თქვენი აზრით, რას მოუტანს UCMAS-ის პროგრამა ქართული განათლების სისტემას და ზოგადად რა გავლენა შეიძლება იქონიოს მან სხვა დარგებზე?

UCMAS საერთოდ სხვა გამოცდილებაა საქართველოსთვის, სრულიად განსხვავდება სკოლის პროგრამისგან. UCMAS-ის პროგრამა თანაბრად ავითარებს თავის ტვინის ორივე ნახევარსფეროს, რაც ეხმარება ტვინს მარტივად და უფრო სწრაფად შეასრულოს მასზე დაკისრებული „მოვალეობა“, ასევე ის ბავშვებს ასწავლის „ფიქრს ჩარჩოს გარეთ“. UCMAS სწავლების ერთ-ერთ ინსტრუმენტად იყენებს რიცხვებს, ამიტომაც თითქოს ტექნიკური საგნებისკენ უჩნდებათ ბავშვებს მეტი ლტოლვა და ინტერესი, თუმცა ის იმდენად უნივერსალური საგანმანათლებლო პროგრამაა, რომ ყველა მხრივ ხდება ბავშვის განვითარება და მათი ინტერესის არეალიც შესაბამისად იზრდება.

ამიტომ ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ UCMAS მიწვდება ყველა ქართველ ბავშვს და ისინი შეძლებენ, გაიმარტივონ აკადემიური სწავლის პროცესი სწრაფად ათვისებისა და თავდაჯერებულობის ხარჯზე და ასევე, მიაღწიონ დიდ წარმატებას ცხოვრებაში.

[პარტნიორის კონტენტი]

McDonald’s, 19 სექტემბერს, ყველას საჩუქარს გაუგზავნის

Google-ის ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც კანის 26 ტიპის დაავადების ამოცნობა შეუძლია