in

2022 წლის ყველაზე უცნაური NFT პროექტები

NFT 2022 წელს ბევრგან ვიხილეთ. ციფრული ხელოვნების ამ ფორმამ მოიარა როგორც დიდი ბრენდები, ისე არტისტები, ასევე ვიდეოთამაშები და პოპ-ვარსკვლავები. იმის მიუხედავად, მოგწონთ თუ არა ის, როგორც ხელოვნების ფორმა, ფაქტია, რომ მისი დახმარებით სერიოზული თანხის გამომუშავებაც იყო შესაძლებელი. 

უნდა აღვნიშნოთ, რომ საკმაოდ ბევრი საინტერესო ნამუშევარი ვიხილეთ. მათ შორის, უცნაურიც. ამ სტატიაში რამდენიმე ასეთ მაგალითს წარმოგიდგენთ.

Madonna: Mother of Creation

არ გეჩვენებათ. ამ NFT-იზე ასახულია, როგორ აჩენს მადონა ხეს. შემოქმედების ეს სერია მაშინ გაჩნდა, როდესაც მადონამ და Beeple-მა კოლაბორაცია დაიწყეს. იდეა იყო, რომ NFT ოსტატს უნდა გამოესახა წარმატების რეცეპტი, თუმცა შედეგი უფრო უცნაური იყო, ვიდრე წარმატებული. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ პროექტი საქველმოქმედო შინაარსის იყო.

The NFT phone

ეს ნიმუში მთლად NFT არაა, თუმცა მისი თამამი კონცეფცია NFT-თან არის დაკავშირებული. წარმოგიდგენთ Metavertu ტელეფონს, რომელიც მსოფლიოში პირველ Web3 ტელეფონად მიიჩნევა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მომხმარებლებს შეუძლიათ გადააქციონ სურათები და ვიდეოები NFT-ებად ტელეფონში.

მარკ ცუკერბერგი

„მეტას” საერთო ჯამში უცნაური წელი ჰქონდა და ეს NFT-იც ამ უცნაურობის ერთ-ერთი გამოხატულებაა. მასზე ცუკერბერგის ბავშვობაა გამოსახული, რაზეც მომხმარებელს არაერთგვაროვანი რეაქცია ჰქონდა. ჩანაფიქრი იყო, რომ ეს ფოტო NFT კოლექციონირების სერიის ნაწილი გახდებოდა, თუმცა საზოგადოებამ ის აღიქვა, როგორც ყველაზე უცნაური NFT მთელ ამ კოლექციაში.

იდეალური საჩუქრები ქართული ბრენდებისგან VELI.store-ზე

სმარტ აკადემიაში ციფრული პროდუქტის ტესტირების კურსი კომპლექსური გახდა