თმის მოვლის საშუალებების მწარმოებელი ბრენდის It’s A 10 Hair Care–ის ახალი სარეკლამო რგოლი უკვე მოხვდა სუპერ-ბოულის საუკეთესო ვიდეორგოლების ჩამონათვალში. ბრენდი ზრუნავს ყველას თმაზე და აწარმოებს ისეთ პროდუქტს, რომელიც ერთ ბოთლში შეიცავს თმისთვის საჭირო ყველა იმ ნივთიერებას, რასაც სხვა ბრენდები 5 ცალში ვერ ატევენ. რაც მთავარია, განკუთვნილია ყველა ტიპის თმისთვის, ამაში ახალი ვიდეო დაგარწმუნებთ და ისეთ ვარცხნილობებს განახებთ, რომლებიც აქამდე შესაძლოა საერთოდ წარმოდგენილიც კი არ გქონიათ.











