in

„იქნებ უცხოპლანეტელებს ვუყვარვართ?” – ექსპერიმენტული ხელოვანის კითხვა

დომინიკ გონსალეს-ფოერსტერი ლონდონში თავის ინსტალაციას წარმოადგენს, რომელსაც ჰქვია An anti-War of the Worlds. ნამუშევარი სამეცნიერო-ფანტასტიკის ჟანრშია და ის 14 აპრილიდან სექტემბრამდე იქნება წარმოდგენილი მუზეუმში. ეს გახლავთ ზებუნებრივი და სენსორული გარემო, რომელიც ასახავს არტისტის 20 წელზე მეტი ხნის გამოკვლევებს სამეცნიერო ფანტასტიკასა და უცხოპლანეტელების ცხოვრებაში. 

BOG
BOG

ამ გამოფენით, გონსალეს-ფოერსტერი შესაძლო შეხვედრებს გვიჩვენებს არამიწიერ არსებებთან და საშუალებას აძლევს აუდიტორიას, გამოსცადონ ეს მრავალი სენსორული ელემენტის საშუალებით, რომელიც აღიზიანებს ყველა გრძნობას. ამ ზებუნებრივი გარემოს შექმნის იდეა არტისტის მიერ შემდეგი კითხვის დასმა იყო მაყურებლისათვის: „იქნებ უცხოპლანეტელებს ვუყვარვართ? რა შეიცვლება, რატომ და როგორ?”.

პროექტი ძირითადად ახალ ნამუშევრებს შეიცავს და იკავებს როგორც გარე, ისე შიდა სივრცეებს. როდესაც ვიზიტორები ლონდონის კენსინგტონის ბაღიდან სამხრეთ გალერეას უახლოვდებიან, ისინი უცხოპლანეტელების სკულპტურას ხვდებიან, რომელიც შემუშავებულია გონსალეს-ფოერსტერის მიერ, მწერალ და ფილოსოფოს პოლ ბ. პრესადოსთან თანამშრომლობით. შიგნით შესვლისას კი ჩნდება პანორამა, რომელიც ვიზუალური, ხმოვანი, ყნოსვითი, ტაქტილური და ცოცხალი ჩართულობითაა გამოხატული. VR გამოცდილებას მნახველები გადაჰყავს ღრმა კოსმოსურ გარემოში, სადაც მათ შეუძლიათ მართლაც შეხვდნენ არამიწიერ არსებებს და დასახლდნენ მათ მბზინავ, აბსტრაქტულ ფორმებში.

 

გაიცანით პირველი უსახლკარო მამაკაცი Metaverse-ში

როგორ შეუძლია მეტავერსს სამუშაო გარემოს შეცვლა?