in

ჰარვარდის მეცნიერი „უცხოპლანეტური ტექნოლოგიის“ შესწავლას აპირებს

ობიექტი წყნარ ოკეანეში ჩამოვარდა

როგორც ჩანს ბოლო პერიოდში უცხოლანეტელებთან დაკავშირებული თეორიები განსაკუთრებით გააქტიურდა. ჯერ იყო და ვარაუდი წამოიჭრა, რომ უცხო ცივილიზაციებს ჭიის ხვრელების სატრანსპორტო ქსელი აქვთ შექმნილი. ამას მოჰყვა NASA-ს პროექტი, რომელიც მეცნიერების აზრით,  „მტრულ“ უცხოპლანეტელებს მოიზიდავს

M2
M2

ახლა კი უცხოპლანეტელების არსებობაში ერთ-ერთმა ყველაზე მეტად დარწმუნებულმა მეცნიერმა და ჰარვარდის ასტრონომმა, ავი ლოებმა, ვარსკვლავთშორისი ობიექტის შესწავლა გადაწყვიტა, რომელიც გასულ ათწლეულში პაპუა-ახალი გვინეის ნაპირას ჩამოვარდა.

ვარსკვლავთშორისი ობიექტის ჩანაწერები მან და თეორიული ასტროფიზიკის სპეციალისტმა ამირ სირაჯმა აღმოაჩინეს. წლების შემდეგ კი აშშ-ის მთავრობამ დაადასტურა, რომ ის დედამიწაზე ნამდვილად არ იყო შექმნილი… „ფუნდამენტური შეკითხვა იმაში მდგომარეობს, შეძლებს თუ არა ვარსკვლავთშორისი მეტეორი მიგვანიშნოს, რომ შემადგენლობა ყოველგვარი ორაზროვნების გარეშე ხელოვნურია წარმოშობით?“ — განმარტავს ავი ლოები.

ობიექტს CNEOS-2014-01-08 უწოდეს, რაც მის წყნარ ოკეანეში ჩამოვარდნის თარიღს შეესაბამება. შესაძლოა, იგი ახალ პარადიგმას წარმოადგენდეს, რომელშიც „დედამიწა მასიური ვარსკვლავთშორისი ობიექტებისათვის თევზსაჭერი ბადის როლს ასრულებს“. 

ისარგებლე უფასო მიტანით – ელვისზე ლოიალურობის პროგრამა დაიწყო

შეიძლება თუ არა სინათლეში ძილი?