in

Udabno Rally Raid 2025 – დაუვიწყარი ექსტრიმი უდაბნოში!

განახლება: მეტეოროლოგიური პირობების გამო, Udabno Rally Raid 2025-ის თარიღები შეიცვალა და ის 2025 წლის 3-4 მაისს გაიმართება!

სულ მალე, ექსტრემალური სპორტის მოყვარულთათვის Udabno Rally Raid 2025 გაიმართება! საქართველო კიდევ ერთხელ გახდება ადრენალინით სავსე თავგადასავლის ეპიცენტრი – Udabno Rally Raid 2025 ბრუნდება ახალი გამოწვევებითა და უფრო დინამიკური მარშრუტით.

ასე რომ, დროა მოემზადოთ უდაბნოსთვის – ეს არის თავგადასავალი უნიკალური ბუნებრივი რელიეფზე და დაუვიწყარი ემოციები. რეგისტრაცია უკვე მიმდინარეობს და გაგრძელდება მარტის ბოლომდე.

Udabno Rally Raid 2025 „სათავგადასავლო რალი საქართველოს“ – Rally Adventure Georgia-ს პროექტია, რომელიც ვერა და გიგა მურღულიებმა დააფუძნეს. და-ძმა უკვე მეშვიდე წელია უძღვება ამ ღონისძიებებს და ქვეყანაში სფეროს განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყვეს ხელი.

წელს, ღონისძიება კიდევ უფრო მასშტაბურ ხასიათს იძენს და საერთაშორისო ასპარეზზე გადის. საუკეთესო ოფ-როუდ მრბოლელები და შტურმანები უდაბნოს რთულ რელიეფს შეებრძოლებიან სხვადასხვა კატეგორიის ტექნიკით – მოტოციკლებით, კვადროციკლებით, ბაგებითა და მაღალი გამავლობის ავტომობილებით.

„Udabno Rally Raid არ არის მხოლოდ სპორტული შეჯიბრი, ეს ნამდვილი გამოცდაა როგორც ადამიანის, ისე ტექნიკის გამძლეობისთვის,“ – აცხადებენ ორგანიზატორები. მონაწილეებისგან მოითხოვება არა მხოლოდ ტექნიკის ოსტატურად მართვა, არამედ საგზაო წიგნის (road-book) ზუსტი კითხვა და ფიზიკური მომზადების მაღალი დონე.

ღონისძიების უსაფრთხოების სტანდარტები წელს განსაკუთრებით მაღალია. როგორც ჩვენმა წყარომ გვაცნობა, მონაწილეთა უსაფრთხოებას უზრუნველყოფს გამოცდილ მსაჯთა გუნდი, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა და სპეციალური ვერტმფრენი.

წლევანდელ რბოლას მხარს უჭერს საქართველოს ბიზნეს სექტორის მნიშვნელოვანი წარმომადგენლები: Wissol, Silk Hospitality, Lion Trans, Castrol Georgia, Polaris Georgia.

მედია მხარდაჭერას უზრუნველყოფს Marketer.ge, ხოლო ფოტო-ვიდეო მასალას TODDLER-ის გუნდი მოამზადებს.

ჯანმრთელობის უსაფრთხოებაზე იზრუნებს EMSC (Emergency Medical Service Center), ხოლო სპორტული სტანდარტების შესაბამისობას საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაცია (GASF) დააკვირდება.

როგორ მივიღოთ მონაწილეობა?

გახდით Udabno Rally Raid 2025-ის ისტორიის ნაწილი. რეგისტრაცია უკვე დაწყებულია და მარტის ბოლომდე გაგრძელდება. დეტალური ინფორმაციის მისაღებად დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ ეწვიონ ოფიციალურ ვებგვერდს: rallyraid.ge.

ღონისძიება ოფიციალურ სტარტს აიღებს, 12 აპრილს, თბილისში Radisson Blu Iveria-დან. ჩაერთეთ რბოლაში, სადაც მხოლოდ ყველაზე ძლიერები იმარჯვებენ!

თბილისის გრანდ სლემი 2025 დაიწყო – საქართველოს ბანკი საქართველოს ოლიმპიური ნაკრების გენერალური სპონსორია

შვეიცარიის წამყვანმა ინსტიტუტმა IMD თიბისის წარმატებაზე case study გამოაქვეყნა