საქართველო უდაბნო რალი რეიდის მეორე ეტაპისთვის ემზადება. ესაა ადამიანის და ტექნიკის ურთულესი გამოცდა, დროის და რელიეფის წინააღმდეგ. ეს გახლავთ პირველი რალი რეიდი საქართველოში ჩქაროსნული ეტაპებით და საგზაო წიგნებით ანუ ლეგენდებით, დაკარის რალის ანალოგიურად. ღონისძიება იმართება FIA-ს სპორტული კოდექსის, შეჯიბრების რეგლამენტის და ტექნიკური მოთხოვნების შესაბამისად. რალის დამფუძნებლისა და აღმასრულებელი დირექტორის, გიგა მურღულიას თქმით, უდაბნო რალი რეიდის სამომავლო მიზანია გახდეს მსოფლიო რალი რეიდების ჩემპიონატ W2RC-ის ერთ-ერთი ეტაპი.
უდაბნო რალი რეიდის პირველი ეტაპი 27-28 მაისს გაიმართა, კახეთში. ეკიპაჟები 4 სხვადასხვა კატეგორიაში შეეჯიბრნენ ერთმანეთს: T1 – მოტოციკლები, T2 – კვადროციკლები, T3 – SSV ბაგები, T4 – მაღალი გამოვლობის სერიული ავტომობილები.
მონაწილე ეკიპაჟებმა გარეჯის უდაბნოს რთულ რელიეფზე 250 კილომეტრი ზუსტი ნავიგაციითა და მაღალი სიჩქარით დაფარეს. https://rallyraid.ge/results/ ეტაპმა საინტერესოდ და რაც მთავარია, უსაფრთხოდ ჩაიარა. მონაწილეებმა გამძლეობა და სიზუსტე, მართვის განსაკუთრებული უნარები და დიდი მონდომება აჩვენეს. ღონისძიების მხარდამჭერები არიან: Europebet,Transporter, Amboli, Medi Club Georgia, Geosky,და Red Bull
ეს მხოლოდ დასაწყისი იყო! სულ მალე უდაბნო რალი რეიდის მეორე ეტაპი გაიმართება, რომელიც 550 კილომეტრიან მონაკვეთს დაფარავს თრიალეთის ქედიდან ერუშეთის ქედამდე და უფრო მეტ ექსტრიმსა და სასტიკ მეტოქეობას გვპირდება.
მეორე ეტაპი 21-22-23 ივლისს ჩატარდება. გაგაცნობთ მონაწილეობისათვის საჭირო დეტალებს:
მეორე ეტაპში მონაწილეობისთვის არ არის სავალდებულო, პირველ ეტაპში გქონდეთ მონაწილეობა მიღებული. რეგისტრაცია შეუძლია ყველა პირს ვინც არის 18 წელს ზემოთ, გააჩნია საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი მართვის მოწმობა და აკმაყოფილებს რეგლამენტით დადგენილ ტექნიკურ და უსაფრთხოების მოთხოვნებს.
რეგისტრაცია უკვე მიმდინარეობს.
შემოუერთდით საქართველოს ერთადერთ ჩქაროსნულ რალი რეიდს და გამოცადეთ თქვენი შესაძლებლობები!