in

ნახეთ: აღმოაჩინეს ძვლები, რომლებიც შესაძლოა უდიდეს დინოზავრს ეკუთვნოდეს

ის ჯერ კიდევ 98 მილიონი წლის წინ არსებობდა

მეცნიერებმა არგენტინის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მასიური, 98 მილიონი წლის ნაშთები აღმოაჩინეს, რომლებიც, მათი თქმით, შესაძლოა, აქამდე ნაცნობ და მიკვლეულთა შორის ყველაზე დიდ დინოზავრს ეკუთვნოდეს.

ახალი სახეობის კვლევაზე ალეხანდრო ოტერო მუშაობს, მის ხელთ არსებული მასალის საფუძველზე – ამ ეტაპისთვის მხოლოდ ხერხემლისა და მენჯის ძვლის ნაწილია ნაპოვნი. თუმცა კვლავ განაგრძობენ სხეულის სხვა ნაწილების ძიებას, რომლებიც კლდეშია ჩამარხული. როგორც ამბობენ, მეცნიერებისთვის “წმინდა გრაალი” იქნება ბარძაყის ან მხრის ძვლის აღმოჩენა, რაც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს დიდი ხნის წინ გადაშენებული არსების მასის გაზომვაში.

მართალია, მასიური ნაშთები 2012 წელს იქნა აღმოჩენილი, თუმცა გათხრითი სამუშაოები მხოლოდ 2015 წელს დაიწყო. ახლა კი მთავარი აღმოჩენები ჯერ კიდევ წინაა – “ის აშკარად ჯერ კიდევ კლდეშია, ასე რომ, კიდევ რამდენიმე წლიანი გათხრა გველის წინ” – ამბობს მკვლევართა ჯგუფი.

$100 მილიონი ნახშირჟანგის “მოპოვების” ტექნოლოგიის სანაცვლოდ – ილონ მასკის კონკურსი

Canon-ის ინტერაქტიული ვებგვერდის მეშვეობით, დედამიწას ფოტოებს კოსმოსიდან გადაუღებ!