in

ამ დრომდე აღმოჩენილთაგან უდიდესი კომეტა ჩვენკენ მოემრთება

NASA-ს ჰაბლის კოსმოსურმა ტელესკოპმა 130 კილომეტრის სიგრძის ობიექტი შეისწავლა, რომელიც აქამდე აღმოჩენილ კომეტებს შორის უდიდესია.

კოსმოსური ობიექტი, სახელწოდებით C/2014 UN271 (Bernardinelli-Bernstein), ჩვენი მზის სისტემისკენ 35 000 კილომეტრი საათის სიჩქარით მოემართება. თუმცა, ნასას თანახმად, ის მზესთან მაქსიმალურ სიახლოვეზე, 1.6 მილიარდი კილომეტრის მანძილზე 2031 წლისთვის იქნება. ეს კი ჩვენთვის შიშის საფუძველს არ ქმნის.

ამ მნიშვნელოვან აღმოჩენას შეუძლია, ახალი ცნობები მოგვაწოდოს კომეტის საეჭვო წარმოშობის შესახებ. „ფაქტობრივად, ეს კომეტა აისბერგის მწვერვალია ათასობით კომეტისთვის, რომლებიც აღმოსაჩენად ზედმეტად პატარაა მზის სისტემის უფრო შორეულ ნაწილებში. ჩვენ ყოველთვის გვქონდა ეჭვი, რომ ეს კომეტა მართლაც ძალიან დიდი იყო, რადგან ასე შორიდანაც ჩანდა. ახლა ჩვენ ვადასტურებთ, რომ ეს ასეა“, — აღნიშნავს დევიდ ჯუიტი, პლანეტარული მეცნიერებისა და ასტრონომიის პროფესორი კალიფორნიის უნივერსიტეტიდან.

კომეტა ოორტის ღრუბლიდან მოემართება, რომელიც მზის სისტემის ყველაზე შორეულ მისადგომებშია. ასტრონომები კი ყოველთვის ეჭვობდნენ, რომ ეს კომეტა დიდი უნდა ყოფილიყო, რადგან ის ძალიან შორი მანძილიდან დიდ სიკაშკაშეს ავლენს.

გიგანტური კოსმოსური ობიექტი პირველად 2014 წელს აღმოაჩინეს, ასტრონომებმა პედრო ბერნარდინელიმ და გარი ბერნშტეინმა. მათ ჩილეში ობსერვატორიის მიერ გადაღებული საარქივო სურათები გამოიკვლიეს. თუმცა მისი უზარმაზარი ზომა მხოლოდ ახლა დადასტურდა ჰაბლის მიერ გაკეთებული დაკვირვებების წყალობით.

მეცნიერები ეჭვობენ, რომ C/2014 UN271 წარმოიშვა ოორტის ღრუბელში, სფერულ გარსში, რომელიც მთელ მზის სისტემას მოიცავს. მათ მოლოდინებს თუ დავეყრდნობით, ახალი აღმოჩენა შუქს მოჰფენს ოორტის ღრუბლის საიდუმლოებებს…

ახალი სანათი სახლში მცენარეების გაზრდაში დაგეხმარებათ

იპოვეთ თქვენი შვილის წარმოსახვითი ძაღლი — PEDIGREE-ს ინოვაცია