იმისთვის რომ, ადამიანი მთელი დღის განმავლობაში მობილიზებული, აქტიური, შრომისუნარიანი, მხიარული და ენერგიული იყოს ღამით მშვიდი, კომფორტული ძილია საჭირო. ასეთი ძილისთვის კი, რა თქმა უნდა, კარგი საწოლი და მისი შესაფერისი აქსესუარები ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. ავეჯის მწარმოებელმა კომპანია Colineal-მა, რომელიც სწორედ მსგავსი საწოლების შექმნაზე ზრუნავს, თავისი პროდუქციისთვის ძალიან ორიგინალური პრინტ კამპანია შექმნა. პოსტერებზე სააგენტო Ogilvy-მ იმუშავა და ზუსტად გადმოგვცა გამოუძინებლობის ის მძიმე შედეგები, რაც პირდაპირ ჩვენს ხასიათსა თუ შემართებაზე მოქმედებს.