in

ინვესტირება უძრავ ქონებაში: როგორ ამოვიცნოთ მომგებიანი პროექტი

უძრავ ქონებაში ინვესტირებით დაინტერესებული პირებისთვის, მნიშვნელოვანია ისეთი პროექტების იდენტიფიცირება, რომლებიც პრემიუმხარისხთან ერთად – მაღალ მომგებიანობასაც უზრუნველყოფს.

შემოსავლიანი საინვესტიციო კომპლექსის შერჩევა რისკების სწორად შეფასებასაც მოითხოვს. დღევანდელ სტატიაში განვიხილავთ, თუ რა ფაქტორებს უნდა მიაქციოთ განსაკუთრებული ყურადღება, რათა ინვესტიცია მომგებიან პროექტში განახორციელოთ.

პირველ რიგში, გამოკვეთეთ სასურველი უძრავი ქონების ტიპი და განსაზღვრეთ მისი მოთხოვნადობა ლოკალურ ბაზარზე.

სტაბილური შემოსავლის გენერირებას, პორტფელის დივერსიფიცირების გზით – სხვადასხვა ტიპის უძრავ ქონებაში ინვესტირებით შეძლებთ:

    • საცხოვრებელი უძრავი ქონება (Residential Real Estate) – ამ უძრავი ქონების ტიპის პოპულარობას სტაბილური და მუდმივი მოთხოვნის მაჩვენებელი განაპირობებს.
    • საინვესტიციო უძრავი ქონება (Investment Real Estate) – მშენებლობის საწყისიდან საბოლოო ეტაპამდე ფასის ზრდის მაღალი ინდექსით, საინვესტიციო უძრავი ქონება ერთ-ერთი ყველაზე  მაღალშემოსავლიანი საინვესტიციო პროდუქტია.
    • კომერციული უძრავი ქონება (Commercial Real Estate) – ინვესტირებისთვის ერთ-ერთი უსაფრთხო და მომგებიანი გზა.

უძრავი ქონების ტიპიდან გამომდინარე, შეარჩიეთ სტრატეგიული ადგილმდებარეობა.

გაითვალისწინეთ ბაზრის მიმდინარე ეკონომიკური ტენდენციები, ქალაქის არსებული და სამომავლო განვითარების გეგმები, მიმდებარე ტერიტორიების კეთილმოწყობა, ინფრასტრუქტურული მრავალფეროვნება და ა.შ.

მომგებიან ლოკაციებს შორის პირველი სანაპირო ზოლი, ტურისტულად მოძრავი ზონები თუ ბიზნეს-კომერციული ცენტრებია.

ინვესტირებამდე ორიენტირდით პროექტისა და საკუთრების საინვესტიციოდ მომგებიან მაჩვენებლებზე, როგორიცაა:

  • ROI (Return On Investment) – ინვესტიციის უკუგების მაჩვენებელი. რაც უფრო მაღალია ROI, მით უფრო მომგებიანია კომპლექსი.
  • ფასის ზრდის ინდექსი (Price Growth Index) – ინვესტირების საწყისიდან საბოლოო ეტაპამდე ღირებულების ზრდის პროცენტული მაჩვენებელი.
  • CAP Rate (Capitalization Rate) – უძრავი ქონების ინვესტიციის სარგებლიანობის ამსახველი პროცენტული მაჩვენებელი.

დაუპარტნიორდით ისეთ სამშენებლო-დეველოპერულ კომპანიას, რომელიც სიღრმისეულად გაგაცნობთ პროექტის იურიდიულ, საბანკო თუ სხვა მნიშვნელოვან დოკუმენტაციებს. 

ფოკუსირდით ისეთი პროექტის შერჩევაზე, რომელიც ოპტიმალურ და თქვენზე მორგებულ, მოქნილ გადახდის პირობებს შემოგთავაზებთ.

უძრავი ქონების ბაზარი დინამიკური და მუდამ ცვალებადია. სისტემატურად განახორციელეთ ინდუსტრიის არსებული ტენდენციების ანალიზი, დააკვირდით ლოკალურ ბაზარზე საკუთრების ფასის ზრდის ტენდენციებს, ქირავნობისა და დატვირთულობის მაჩვენებლებს.


რუბრიკა „ინვესტიციების“ წარმდგენია „ალიანს ჯგუფი“ — ინფორმაციას მათი საინვესტიციო პროექტებისა და დამკვიდრებული სტანდარტების შესახებ დეველოპერული კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე გაეცნობით.

იშოპინგე მერე ბარათით ველიზე და დაიბრუნე 30%

რა მნიშვნელობა აქვს დიზაინს ცირკულარულ ეკონომიკაში