in

პროცესები, რომლებიც უძრავი ქონების შეძენამდე უნდა გაიაროთ

ღირებულების ზრდისა და უკუგების მაღალი მაჩვენებლით, უძრავ ქონებაში ინვესტირება გონივრულ და იმავდროულად, კომპლექსურ ნაბიჯს წარმოადგენს პასიური შემოსავლის წყაროს შესაქმნელად. 

აღნიშნული პროცესის წარმატებით წარსამართად, აუცილებელია რიგი ფაქტორების გათვალისწინება, პრიორიტეტთა სწორი განსაზღვრა და სათანადო მზაობა. დღევანდელ სტატიაში მიმოვიხილავთ ყველა იმ ეტაპს, რომელიც პოტენციურმა ინვესტორმა მასზე მორგებული, შესაბამისი კლასისა და სახეობის უძრავი ქონების შეძენამდე უნდა გაიაროს: 

  • სასურველი საკუთრების ტიპის განსაზღვრა;
  • პერსპექტიული ლოკაციის დადგენა;
  • საინვესტიციო სტრატეგიის შერჩევა;
  • ბიუჯეტირება და შესყიდვის ეტაპი.

შენაძენის მიზნობრიობა და სასურველი საკუთრების ტიპი

პირველ რიგში, უნდა დაისახოთ ხანმოკლე ან გრძელვადიანი მიზნები უძრავი ქონების ტიპთან მიმართებაში. შესაძლებელია ინვესტირებას სარეზიდენციო/საცხოვრებელი ფართის შესაძენად; ან დამატებითი შემოსავლის მიღების მიზნით საინვესტიციო აპარტამენტში; ან კომერციულ უძრავ ქონებაში განიხილავდეთ როგორც დასრულებულ, ისე მიმდინარე პროექტებში.

უმეტესწილად, ყველაზე პოპულარულ არჩევანს სწორედ საცხოვრებელი, საინვესტიციო და კომერციული უძრავი ქონების ტიპები წარმოადგენს. საცხოვრებელი უძრავი ქონება მოიცავს კერძო სახლს, ბინას და ზოგადად ნებისმიერი ტიპის სარეზიდენციო ფართს. 

ინდუსტრიის ლიდერი საინვესტიციო მულტიფუნქციური კომპლექსებია. მათ მესაკუთრეს, გონივრული ინვესტიციის განხორციელებასთან ერთად, პროექტის მასშტაბური ინფრასტრუქტურით და მაღალი სტანდარტის სერვისებით სარგებლობა შეუძლია. სურვილის შემთხვევაში, ასევე შესაძლებელია აპარტამენტის საერთაშორისო მენეჯმენტ კომპანიის მართვაში გადაცემა.

კომერციული უძრავი ქონება მოიცავს საცალო მაღაზიებს, საოფისე და საწარმოო ფართებს. ამ ტიპის უძრავი ქონების შეძენის შემთხვევაში, მესაკუთრე უმეტესწილად პასიური ინვესტორის როლშია, რომელიც შემოსავალს სხვა პირის მიერ დაქირავებული ფართისგან იღებს.

შენაძენის მიზნობრიობის დადგენის შემდეგ, მარტივდება გადაწყვეტილების მიღების პროცესი და გადადიხართ ინვესტირების მეორე ეტაპზე, რომელიც სასურველი უძრავი ქონების პერსპექტიული და საინვესტიციოდ მიმზიდველი ლოკაციის განსაზღვრას მოიცავს.

პერსპექტიული ადგილმდებარეობის განსაზღვრა

ლოკაციის განსაზღვრისას, სასურველი უძრავი ქონების სახეობიდან და დასახული საინვესტიციო მიზნებიდან გამომდინარე, სხვადასხვა ტიპის ადგილმდებარეობა უნდა გაითვალისწინოთ:

  • ცენტრალური ლოკაცია — სანაპიროს პირველი ზოლი, ქალაქის ცენტრალური ტერიტორია, მჭიდროდ დასახლებული არეალები (გამოირჩევა მსყიდველუნარიანი მომხმარებელთა ჯგუფით და ღირებულების ზრდის მაღალი ინდექსით);
  • წყნარი, გამწვანებული, ეკოლოგიურად სუფთა და ნაკლებად დასახლებული ლოკაციები ქალაქგარეთ (უმეტესწილად განკუთვნილია ოჯახებისთვის, იდეალურია საცხოვრებლად);
  • მოძრავი და დინამიკური ტერიტორია — სკოლებთან, ტრანსპორტთან, მაღაზიებთან, საჯარო დაწესებულებებთან ახლოს განლაგებული ლოკაცია, რომელიც საუკეთესოა კომერციული, ან სარეზიდენციო უძრავი ქონების შესაძენად.

უძრავი ქონების შეძენისას, მნიშვნელოვანია ადგილმდებარეობის ურბანული პერსპექტივების განსაზღვრაც. მუდმივად განვითარებად ინდუსტრიაში საკუთრების ლოკაციის განხილვისას უნდა გავითვალისწინოთ მისი განვითარების პერსპექტივები ხანმოკლე და გრძელვადიან პერიოდში, რაც ღირებულების ზრდაზე ან გაქირავების/გაყიდვის შემდგომ მიღებულ სარგებელზეც იმოქმედებს.

საინვესტიციო სტრატეგიის შერჩევა

არსებობს რამდენიმე ტიპის საინვესტიციო სტრატეგია, რომელთა გამოყენებაც თქვენ მიერ შერჩეული უძრავი ქონების პოტენციალის ათვისებაში დაგეხმარებათ. 

მაგალითად: ბინის გაქირავება/გადაყიდვა დამატებითი შემოსავლის მიღების მიზნით, უძრავი ქონების შეძენა ე. წ. Flipping/selling მეთოდით, რომლის დროსაც გასარემონტებელ ფართს მოწესრიგებისა და გარემონტების შემდგომ ყიდიან.

ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული საინვესტიციო სტრატეგია, პორტფელის დივერსიფიკაციაა. იგულისხმება სხვადასხვა ლოკაციის, ტიპისა და მასშტაბის უძრავი ქონებების შეძენა, ფინანსების ინდივიდუალურად გადანაწილება ნაკლები რისკითა და მეტი მოგებით.

ბიუჯეტირება და შესყიდვის ეტაპი

მას შემდეგ, რაც განსაზღვრავთ უძრავი ქონების ტიპს, სასურველ ლოკაციას და შეიმუშავებთ საინვესტიციო სტრატეგიას, გადადიხართ ბიუჯეტის კალკულაციისა და შესყიდვის განხორციელების ეტაპზე. 

აპარტამენტის ან საცხოვრებელი ფართის სამშენებლო-დეველოპერულ კომპანიასთან თანამშრომლობით შეძენის შემთხვევაში, ინვესტორს უმეტესწილად გადახდის რამდენიმე ფორმით სარგებლობა შეუძლია – როგორიცაა ერთიანი გადახდა, საბანკო სესხი ან შიდა უპროცენტო განვადება.

კონკრეტულ ქეისებში ბინის შეძენის პროცესს ამარტივებს ონლაინ კონსულტაციის შესაძლებლობა, რომლის ფარგლებშიც გაყიდვების მენეჯერები სიღრმისეულ ინფორმაციასა და გადახდის დეტალიზებულ პირობას მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში მყოფ, ინვესტირებით დაინტერესებულ პირებს უწევენ.

კერძო მესაკუთრისგან ან სამშენებლო კომპანიისგან უძრავი ქონების შეძენის დროს ფორმდება ნასყიდობის ხელშეკრულება. იურიდიული დოკუმენტი მოიცავს დეტალურ ინფორმაციას როგორც უძრავი ქონების, ასევე მესაკუთრის და მომავალი ინვესტორის შესახებ. ნასყიდობის ხელშეკრულება მოწმდება იუსტიციის სახლში და თანხის გადარიცხვის შემდგომ გაიცემა საკუთრების უფლება.

აღსანიშნია, რომ საქართველოში საკუთრების რეგისტრაცია ნასყიდობის ხელშეკრულების ხარჯზე გამარტივებულად, მხოლოდ 1-დღიანი პროცედურის საშუალებით შეგიძლიათ.


რუბრიკა „ინვესტიციების“ წარმდგენია „ალიანს ჯგუფი“ — ინფორმაციას მათი საინვესტიციო პროექტებისა და დამკვიდრებული სტანდარტების შესახებ დეველოპერული კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე გაეცნობით.

Uber Eats-ის რეკლამაში ყველას რაღაც ავიწყდება

ახალი რუკა 900 000-ზე მეტ ვარსკვლავს, გალაქტიკებსა და შავ ხვრელებს აერთიანებს