15
Feb
2018

“არეა ექსპო 2018” – უძრავი ქონების გამოფენა-გაყიდვა საქართველოში! 30, 31 მარტს და 1 აპრილს!

15 Feb 2018

უძრავი ქონება, მშენებლობა და დეველოპერთა საქმიანობა დედაქალის ყურადღების ცენტრში ბოლო ათწლეულის მანძილზე დიდი ყურადღებით სარგებლობს. გაზრდილია მშენებლობის ობიექტების რიცხვი, მომხმარებლებს არჩევანის მრავალფეროვანი სპექტრი აქვს, უბნების, ტიპების, არქიტექტურისა თუ პირობების მიხედვით. ეკონომიკურ მაჩვენებლებს თუ გადავავლებთ თვალს, უძრავი ქონება მთლიანი შიდა პროდუქტის 8% შეადგენს (წყარო: ეკ. სამინისტრო), ხოლო გაყიდვების 2017 წლის მაჩვენებელი წინამორბედ წელთან მიმართებაში მნიშვნელოვნად არის გაზრდილი.

30, 31 მარტს და 1 აპრილს, თბილისს მასშტაბური ღონისძიება ელოდება. ექსპო ჯორჯიას  საგამოფენო სივრცე უძრავი ქონების გამოფენა-გაყიდვას „არეა ექსპო 2018“ უმასპინძლებს.  ეს არის ღონისძიება, სადაც დეველოპერები საქართველოს მასშტაბით ერთ სივრცეში მოიყრიან თავს და ადგილზევე უზრუნველყოფენ პროექტების წარდგენა-გაყიდვას. საგამოფენო სივრცის მე-4 და მე-5 პავილიონები 100 მდე დეველოპერს დაეთმობა, რომლებიც  მომხმარებლებს შესთავაზებენ მიმდინარე პრექტებს გასაყიდად, ხოლო ბანკების წარმომადგენლები ადგილზე პროდუქტის ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფენ.

მსგავსი ტიპის ღონისძიება ფართოდ აპრობირებულია საზღვარგარეთ, თუმცა საქართველოში პირველად ტარდება. ეს არის ყველაზე მასშტაბური და ამავდროულად, განსხვავებული ფორმატის ღონისძიება, რომელიც უძრავი ქონების მიმართულებით საქართველოში განხორციელებულა. თბილისის მოსახლეობას და არა მარტო მას, ეძლევა საშუალება ერთ ადგილზე დაათვალიეროს საქართველოში მიმდინარე მშენებარე თუ უკვე აშენებული პროექტები, შეარჩიოს და შეიძინოს სასურველი ბინა, საოფისე, ასევე კომერციული ფართი რეგიონის, უბნის, არქიტექტურის გათვალისწინებით, თანაც სპეციალური პირობებითა და ფასით.

ღონისძიების ორგანიზატორია უძრავი ქონების სერვისები კომპანია „არეა ჯგუფი“, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში  უძრავი ქონების ბაზარზე მიწოდების საერთაშორისო პრაქტიკისა და  სტანდარტების დანერგვას.

ღონისძიების შესახებ სრულ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ საიტზე: www.areaexpo.ge.

[R]

განხილვა