in

როგორ ვითარდება უძრავი ქონების ბაზარი საქართველოში? – ინტერვიუ ექსპერტთან

ბოლო წლებში უძრავი ქონების ბაზარი საქართველოში განსაკუთრებულად სწრაფი ტემპით ვითარდება. აქტიურად შენდება როგორც სტანდარტული საცხოვრებელი კორპუსები, ისე ხორციელდება ინოვაციური და მასშტაბური პროექტები. ეს პროცესი განსაკუთრებით თვალსაჩინო საქართველოს რამდენიმე ქალაქში, მათ შორის, თბილისსა და ბათუმშია.

მაინც როგორ ვითარდება უძრავი ქონების ბაზარი საქართველოში? როგორია სფეროში არსებული ტენდენციები და რა ტიპის უძრავ ქონებაზეა უმეტესად მოთხოვნა? – ამ და სხვა კითხვებით ProfitKey Property-ს გენერალურ დირექტორს, ნატა სამნიძეს მივმართეთ.

ქალბატონო ნატა, პირველ რიგში, ზოგადად მიმოვიხილოთ, როგორ ვითარდება უძრავი ქონების ბაზარი საქართველოში უკანასკნელ წლებში?

საქართველოში უძრავი ქონების ბაზარი თანდათან იზრდება, რაც განპირობებულია ისეთი მიზეზებით, როგორებიცაა პანდემიის შედეგად დამკვიდრებული დისტანციური სამუშაოს სტილი, უცხოური ინვესტიციების ზრდა და მიგრაცია, განსაკუთრებით მეზობელი ქვეყნებიდან. ეს ფაქტორები ზრდის მოთხოვნას საცხოვრებელ და საინვესტიციო ქონებაზე, რაც ავტომატურად აისახება ფასებზეც. აღსანიშნავია, რომ უძრავი ქონების ფასი წლებია, სტაბილურად, 8-10%-ით იზრდება.

რა ტიპის უძრავ ქონებაზეა ყველაზე დიდი მოთხოვნა დღეს?

თავისი მომხმარებელი ყველა ტიპის ქონებას ჰყავს, თუმცა ყველაზე მოთხოვნადი ალბათ მაინც საცხოვრებელი სახლებია, რომლებსაც არა მხოლოდ ქართველები, არამედ უცხოელებიც აქტიურად იძენენ. ასევე, უცხოეთიდან დიდია საინვესტიციო ქონებით დაინტერესებაც. რაც შეეხება ვილებსა და თაუნჰაუსებს, მათზე მოთხოვნა ცოტა შემცირებულია, ვინაიდან მათი ფასი საკმაოდ მაღალია.

რამდენად ხელმისაწვდომია უძრავი ქონება საშუალო შემოსავლის მქონე მოქალაქეებისთვის?

თითქმის ყველა წარმატებული დეველოპერული კომპანია მომხმარებელს განვადების კარგ პირობებს სთავაზობს. ამ მხრივ, ყველაზე ხელმისაწვდომი საშუალო შემოსავლის მქონე პირისთვის მაინც ის პროექტებია, რომელთა განხორციელებაც ახლა იწყება და შიდა უპროცენტო განვადების პერიოდი 60 თვემდე აღწევს. ასევე, არსებობს დასრულებული პროექტებიც, რომლებზეც 18 თვემდე შიდა უპროცენტო განვადება ვრცელდება. გარდა ამისა, თითქმის ყველა დეველოპერთან არის შესაძლებელი ბანკის დახმარებით ბინის შეძენა, თუმცა მომხმარებლისთვის ყოველთვის უმჯობესია ჯერ შიდა უპროცენტო განვადება გამოიყენონ და მხოლოდ შემდეგ იფიქრონ ბანკიდან სესხის აღებაზე.

თბილისის გარდა, მშენებლობები აქტიურად მიმდინარეობს ბათუმშიც. ამ ქალაქში რომელ უბნებში იძენს ხალხი ყველაზე ხშირად უძრავ ქონებას და რატომ?

საცხოვრებელი სახლების მიმართულებით ქალაქის ცენტრალური ნაწილი და ძველი ბათუმი ლიდერობს. ამ ტიპის ქონებაზე მოთხოვნა სტაბილურად იზრდება. საინვესტიციო მიმართულებით მოთხოვნადია ახალი ბულვარის ტერიტორიაც, ვინაიდან აქ ფასები შედარებით უფრო დაბალია, ვიდრე ცენტრალურ ნაწილში. ვისაც ქონება საინვესტიციოდ სურს, ის უმეტესად ზღვის პირველ ან მეორე ზოლს ანიჭებს უპირატესობას.

ქალაქის პოპულარიზაციასთან ერთად, წლიდან წლამდე იზრდება უცხოეთიდან დაინტერესებაც. თუმცა აღსანიშნავია, რომ მოთხოვნის ზრდა ნაკლებად აისახება კონკრეტული პროექტის გაყიდვებზე, რადგან საკმაოდ მაღალია მიწოდება სხვადასხვა დეველოპერული კომპანიების მხრიდან.

ზოგადად, როგორ შეაფასებთ უძრავი ქონების ბაზარს ბათუმში?

როგორც უკვე აღვნიშნეთ, მშენებლობების რაოდენობა ძალიან გაზრდილია ზოგადად საქართველოში და, შესაბამისად, ბათუმშიც. საინვესტიციო მიმართულება წლებია ვითარდება და სტაბილურად იზრდება, უკანასკნელ პერიოდში კი უფრო მკვეთრი ზრდა საცხოვრებელ სახლებზე დაფიქსირდა. ეს ნაწილობრივ პროგრამის „ბათუმი ავარიული სახლების გარეშე” დამსახურებაა. ეს არაჩვეულებრივი ინიციატივა ქალაქს მეტად მიმზიდველს და უსაფრთხოს ხდის.

აუცილებლად მინდა აღვნიშნო ერთი ძალიან სასიხარულო ფაქტორიც, რაც ამ ბოლო დროს გამოიკვეთა საინვესტიციო სფეროში. თუ აქამდე დეველოპერული კომპანიები მხოლოდ სხვადასხვა ბრენდული სასტუმროს შემოყვანაზე იყო ორიენტირებული, ახლა ვხვდებით სხვა ტიპის საოცარ პროექტებსაც. მაგალითად, ქალაქში შენდება ნაგებობა ლეგენდად ქცეული იაპონელი არქიტექტორის ავტორობით, ასევე, ხელოვნური კუნძული, რომელიც საოცარ ინფრასტრუქტურას აერთიანებს. ისინი ისეთი დონის პროექტებია, რომლებიც ავტომატურად გამოიწვევს ქვეყანაში მაღალბიუჯეტიანი ტურისტის შემოყვანას და ლაქშერი ტურიზმის განვითარებას.

და ბოლოს, რა უნდა გაითვალისწინონ მათ, ვინც ახლა ფიქრობს ბინის ან სხვა ტიპის უძრავი ქონების შეძენაზე?

მათ, ვისაც უძრავი ქონების შეძენა სურს ზღვისპირეთში, ვეტყოდი, რომ ახლა ამისთვის საუკეთესო დროა. პროექტები, რომლებიც ახლა საწყის ფაზაშია, ძალიან მაღალ კაპიტალიზაციას მოგიტანთ. ასევე აღსანიშნავია, რომ ბაზარზე შემოვიდნენ ისეთი დეველოპერები, რომლებსაც წლებია ლაქშერი პროექტების მართვის გამოცდილება აქვთ. ეს კი იძლევა იმის გარანტიას, რომ თქვენი უკუგება ყველაზე მაღალი იქნება. ზუსტად თქვენი მოთხოვნებისა და საჭიროებების შესაბამისი პროექტის მოძებნაში კი ProfitKey Property დაგეხმარებათ, რომლის გუნდსაც ამ სფეროში 14 წელზე მეტი ხნის გამოცდილება აქვს.

[პარტნიორის კონტენტი]

Google Translate-ის ახალი ფუნქცია ენის სწავლაში დაგეხმარებათ

Gemini ახალი AI მოდელით ფოტოებს უკეთ დაარედაქტირებს