in

საერთაშორისო გაყიდვების ინსტიტუტის კურსი, „უძრავი ქონების გაყიდვები“, 14-15 სექტემბერს ბათუმში ჩატარდება

სალომე ლაზიშვილი, დეველოპერული კომპანია „ზიონის” კომერციული დირექტორი, 15 წელზე მეტი გამოცდილებით გაყიდვების სფეროში, საუბრობს უძრავი ქონების გაყიდვების ტენდენციებზე და იმ გზებსა და მეთოდებზე, რომლებიც უნდა გაითვალისწინონ ამ სფეროში მოღვაწე ადამიანებმა ეფექტური შედეგების მისაღწევად.

სალომე ამ ინტერვიუში აანონსებს საერთაშორისო გაყიდვების ინსტიტუტის კურსს – „უძრავი ქონების გაყიდვები“ ქალაქ ბათუმში. კურსი გაიმართება 14-15 სექტემბერს სასტუმრო რედისონში, ხოლო თბილისში ჩატარდება მეორე ნაკადი – 4 დეკემბრიდან სასტუმრო ბილტმორში.

M: სალომე, როგორ ფიქრობ, რა ვითარებაა დღესდღეობით საქართველოში უძრავი ქონების გაყიდვების მიმართულებით?

უძრავი ქონების მიმართულებას თვალი რომ გადავავლოთ, მკაფიოდ დავინახავთ, რომ კონკურენცია საკმაოდ მაღალია. ამ ეტაპზე გაყიდვების ნაწილში ბაზარი შედარებით „შენელებულია“, რაზეც დეველოპერები აქტიურად საუბრობენ, თუმცა პროდუქტის მიწოდება მაინც იზრდება, რაც, ასევე, ზრდის კონკურენციას და ხელს უწყობს ხარისხის გაუმჯობესებას. საცხოვრებელი უძრავი ქონების გაყიდვები ფასთან ერთად სტაბილურად ზრდას მაინც განაგრძობს.

M: როგორ ფიქრობ, რა არის მთავარი უძრავი ქონების მიმართულებით გაყიდვების გასაზრდელად?

უძრავი ქონების გაყიდვებში მთავარი არის ნდობა. ნდობას კი ბადებს მომხმარებლებთან გრძელვადიანი ურთიერთობები, მათი საჭიროების სწორად იდენტიფიცირება, აღნიშნულ საჭიროებაზე მორგებული შეთავაზება და შექმნილი მოლოდინის უპირობოდ შესრულება.

დეველოპერული კომპანიებისთვის მნიშვნელოვანია:

  • თავიდანვე პროდუქტის სწორად დაგეგმარება და შესაბამისი სეგმენტის განსაზღვრა;
  • მომსახურების სტანდარტების ცოდნა და საკომუნიკაციო ენის შერჩევა;
  • გრძელვადიანი ურთიერთობები მომხმარებელთან და მათი უკუკავშირის გათვალისწინება.

M: მოგვიყევი, „უძრავი ქონების გაყიდვების“ კურსზე, ვისთვის არის ის და რას მიიღებ კურსისგან?

„უძრავი ქონების გაყიდვების“ კურსი, საერთაშორისო გაყიდვების ინსტიტუტის ორგანიზებით, უკვე ჩატარდა თბილისში, ახლა კი ვგეგმავთ ვესტუმროთ ბათუმსაც. კურსი განკუთვნილია უძრავი ქონების სფეროში დასაქმებული დეველოპერული კომპანიების დირექტორებისთვის, გაყიდვების ხელმძღვანელებისა და გაყიდვების მენეჯერებისთვის.

ვისაც სურს, გაიგოს, რა ეტაპები უნდა გაიაროს დეველოპერული კომპანიის გუნდმა,  გაყიდვების პროცესის დაწყებამდე. როგორ იქმნება მოთხოვნადი პროდუქტი და რა არის აუცილებელი წარმატებული, ეფექტური შედეგების მისაღწევად. კურსზე გავივლით სრულ ციკლს პროდუქტის ჩამოყალიბებიდან გასაღების გადაცემამდე.

M: მოგვიყევი და გაგვიზიარე შენი შთაბეჭდილებები „უძრავი ქონების გაყიდვების“ კურსთან დაკავშრებით?

„უძრავი ქონების გაყიდვების“ კურსი მაისში უკვე ჩატარდა თბილისშიც, სადაც ესწრებოდნენ სხვადასხვა წამყვანი დეველოპერული კომპანიის წარმომადგენლები. ამ კურსზე მონაწილეებს ვახვედრებთ გარემოს, სადაც მათ აქვთ შესაძლებლობა, დაინახონ და გაიგონ საქართველოში უძრავი ქონების ბაზარზე მოასპარეზე დეველოპერების სტრატეგიები.

წინა კურსიდან მიღებული გამოცდილებით, მნიშვნელოვანია თითოეული მონაწილის პრაქტიკაში მიღებული გამოცდილების გაზიარება, მსჯელობა და ჩვენეული დასკვნების გამოტანა. ეს კურსი არის გზამკვლევი, რომელიც ეხმარება მონაწილეს, გაზიარებული გამოცდილება მოარგოს თავისი კომპანიის ხედვებს, საჭიროებებს და მიიღოს მაქსიმალური შედეგი.

„უძრავი ქონების გაყიდვების“ ან სხვა მიმდინარე კურსების შესახებ ინფორმაციას შეგიძლიათ, გაეცნოთ საერთაშორისო გაყიდვების ინსტიტუტის ვებგვერდზე.

[პარტნიორის კონტენტი]

„Junior Tech-ის” პროექტის ფარგლებში, 60-ზე მეტი მოზარდი ტექნოლოგიებში სრული დაფინანსებით გადამზადდა

Minecraft-ის მიხედვით გადაღებული ფილმის ტიზერი უკვე გამოვიდა