უძრავი ქონების პროექტებით გაჯერებულ ბაზარზე საკუთრებაში ინვესტირება მომგებიანი და, იმავდროულად, რისკიანიც შესაძლოა იყოს.
ინვესტიციის განხორციელებამდე მნიშვნელოვანია იცოდეთ – რა მიმდინარე ტენდენციები თუ რისკფაქტორებია ბაზარზე და როგორ უნდა შეძლოთ მათი ეფექტური მართვა.
იურიდიული რისკები
არასათანადო იურიდიული ხელშეკრულებით უძრავი ქონების გაყიდვა ან გაქირავება ზოგჯერ სამართლებრივ დავასაც იწვევს.
ხელშეკრულების მკაფიო პირობები, კვალიფიციურ იურისტთან ერთად უნდა განსაზღვროთ, რომელიც არსებულ დოკუმენტში, ყველა ვალდებულების სტრუქტურირებულად ასახვაში დაგეხმარებათ.
ბაზრის რისკები
უძრავი ქონების ღირებულების ცვალებადობა, დამოკიდებულია ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობასა და ბაზრის ციკლურობაზეც.
ამ რისკის შედეგიანად მართვა, პორტფელის დივერსიფიკაციის გზითაა შესაძლებელი, რითაც კაპიტალის გრძელვადიან დაცვას სხვადასხვა ტიპის, ლოკაციისა და კონცეფციის მქონე უძრავი ქონებით შეძლებთ.
ოპერაციული რისკები
არაკვალიფიციური საოპერაციო მართვა, ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემაა უძრავ ქონებაში ინვესტირებისას, რაც საკუთრების ღირებულების გაუფასურებასა და მის არამომგებიანობასაც განსაზღვრავს.
ამ ტიპის რისკმენეჯმენტი მმართველი კომპანიის დახმარებითაა შესაძლებელი, რომელიც გამოცდილებაზე დაყრდნობით სტაბილურ ოპერირებას, მომსახურების მაღალ ხარისხსა და ინვესტორის ინტერესების დაცვას უზრუნველყოფს.
ლოკაციისა და ინფრასტრუქტურის რისკები
ლოკაცია და ინფრასტრუქტურული განვითარება, მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს უძრავი ქონების საინვესტიციო პერსპექტივებზე.
ინვესტირებამდე, წინასწარ უნდა განისაზღვროს ადგილმდებარეობისა, თუ მიმდებარე ინფრასტრუქტურის ტურისტულ-კომერციული მიმზიდველობა და სამომავლო განვითარების გეგმები.
სამშენებლო რისკები
სამშენებლო და კონსტრუქციული რისკები მოიცავს ყველა იმ ფაქტორს, რაც ზემოქმედებს მშენებლობის ხარისხსა და უსაფრთხო საცხოვრებელი გარემოს შექმნაზე.
შედეგად, ოპტიმალური გამოსავალია ისეთი პარტნიორისა, თუ სამშენებლო კომპანიის მოძიება, რომელიც შენობის ტექნიკურ, სტრუქტურულ მდგრადობასა და მედეგობას უზრუნველყოფს.
შეჯამება
უძრავ ქონებაში ინვესტირება, ერთ-ერთი პოპულარული გზაა კაპიტალის ზრდისა და გრძელვადიანი შემოსავლის წყაროს გენერირებისთვის.
იურიდიული სიზუსტე, ბაზრის სიღრმისეული კვლევა, მონიტორინგი და სათანადო რისკმენეჯმენტი კი ქმნის იმ უნიკალურ შესაძლებლობას, რაც ინვესტიციის გონივრულად და რაც მთავარია, უსაფრთხოდ განხორციელებაში დაგეხმარებათ.
რუბრიკა „ინვესტიციების“ წარმდგენია „ალიანს ჯგუფი“ — ინფორმაციას მათი საინვესტიციო პროექტებისა და დამკვიდრებული სტანდარტების შესახებ დეველოპერული კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე გაეცნობით.











