in

რა განსაზღვრავს უძრავ ქონებაში ინვესტიციის წარმატებას დღეს

უძრავი ქონება კვლავ რჩება ერთ-ერთ ყველაზე სტაბილურ საინვესტიციო მიმართულებად, თუმცა 2025 წელს წარმატება განსხვავებულ ფორმულას ეფუძნება, რომელშიც მხოლოდ „პრემიუმმდებარეობა” აღარ არის მომგებიანობის განმაპირობებელი ფაქტორი.

მაკროეკონომიკური გარემო და საპროცენტო განაკვეთები

წარმატებული ინვესტიციის ერთ-ერთი მთავარი განმსაზღვრელი მონეტარული პოლიტიკაა. საბანკო სექტორის გადაწყვეტილებები პირდაპირ ახდენს ზეგავლენას იპოთეკურ სესხებზე, ფასების ზრდასა თუ უძრავი ქონების ლიკვიდურობაზე.

განაკვეთების სტაბილიზაცია/შემცირება გააქტიურებს საინვესტიციო პროცესებს და გაზრდის ქონების ღირებულებას გრძელვადიან პერსპექტივაში.

ლოკაცია

თუ წარსულში წარმატებას განსაზღვრავდა მხოლოდ ქალაქის ცენტრთან სიახლოვე, დღეს არანაკლებ მნიშვნელოვანია დამატებული ღირებულება, რომელსაც ქმნის ტრანსპორტის ხელმისაწვდომობა, ეკოლოგიურად სუფთა გარემო, ენერგოეფექტურობა და ინფრასტრუქტურული განვითარება.

პოპულარული ხდება „მეორე ხაზის“ უბნები, რომლებიც ფასით ჯერ კიდევ ხელმისაწვდომ კატეგორიაშია, თუმცა აქვთ ზრდის პოტენციალი ტექნოპარკებთან, უნივერსიტეტებთან ან ტურისტული ზონებთან სიახლოვის გამო.

ტექნოლოგიების როლი

PropTech პლატფორმები, ხელოვნური ინტელექტი და მონაცემთა ანალიზი ინვესტორებს აძლევს საშუალებას, წინასწარ შეაფასონ ბაზრის ტენდენციები და მოიპოვონ ზუსტი ინფორმაცია ქონების რეალურ ღირებულებაზე.

დამატებით, სმარტშენობები და ენერგოეფექტური გადაწყვეტები უკვე იქცა კონკურენტულ უპირატესობად – მსგავსი ტენდენციები ამცირებს ხარჯს და, იმავდროულად, ზრდის საკუთრების კომერციულ ღირებულებას.

მდგრადობა და ESG პრინციპები

დღესდღეობით იწყება ერა, რომელშიც მდგრადი სტანდარტები პირდაპირ გავლენას ახდენს ინვესტიციის წარმატებაზე.

ინვესტორები და დეველოპერები, რომლებიც ითვალისწინებენ ენერგოეფექტურობას, ნარჩენების მართვასა და მწვანე არქიტექტურას, უფრო მარტივად იზიდავენ საერთაშორისო კაპიტალს. გარდა ამისა, მდგრადი პროექტები ხშირად სარგებლობენ საგადასახადო შეღავათებითა და საერთაშორისო მხარდაჭერით.

ქირავნობის ბაზრის დინამიკა

დღევანდელ, მონაცემებით ბაზარზე, გაძლიერებულია მოთხოვნა სტუდიოებზე, co-living სივრცეებსა და მოკლევადიან გაქირავებაზე – პროექტი, რომელიც უპირატესობას ანიჭებს საკუთრების მენეჯმენტს და თან, ითვალისწინებს ამ ბიზნეს მოდელს, ყველაზე სწრაფად ქმნის სტაბილურ შემოსავალს ინვესტორისთვის.

გლობალური და ლოკალური ტენდენციების სინთეზი

ინვესტიციების წარმატება დღესდღეობით დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად შეძლებს ინვესტორი გლობალური ეკონომიკური ტენდენციების „თარგმნას“ ადგილობრივ რეალობაში.

მაგალითად, ტურისტული მაჩვენებლის ზრდა გარკვეულ რეგიონებში ბიძგს აძლევს სასტუმროებისა და აპარტამენტების ბაზარს, მაშინ, როცა ტექნოლოგიური ჰაბების განვითარება ზრდის მოთხოვნას საოფისე ფართებზე.

საქართველოს უძრავი ქონების სექტორის 2025 წლის ტენდენციების მიმოხილვა

საქართველო საერთაშორისო უძრავი ქონების ბაზრის მნიშვნელოვანი ნაწილია, ქვეყანა გლობალური ინვესტორების ყურადღებას ყოველწლიურად უფრო მეტად იქცევს.

შესაბამისად, საყურადღებოა რამდენიმე მიმართულება, რომელიც ინვესტორების საკუთრებას კონკურენტულ უპირატესობას მიანიჭებს:

  • თბილისი – ენერგოეფექტური, ტექნოლოგიურად აღჭურვილი საცხოვრებელი და მრავალფუნქციური კომპლექსები

ზრდის პოტენციალი – ტექნოლოგიურ და ბიზნესუბნებთან ახლოს

  • ბათუმი: ტურიზმის ზრდისა და ციფრული ნომადების ერაში, ზღვისპირა ქალაქში პერსპექტიულია ინვესტიცია აპარტამენტებსა და აპარტ-ჰოტელებში.

ზრდის პოტენციალი – აპარტ-ჰოტელები, რომლის უკან სანდო და გამოცდილი დეველოპერი დგას, ხოლო მდებარეობების პერსპექტიულობით ბათუმის მიმდებარე, კურორტები, თუ დასახლებები.

  • მთის კურორტები (გუდაური, ბაკურიანი) – რეკრეაციული ინვესტიციისთვის მახასიათებელი სეზონურობა, თუმცა, მაღალი საინვესტიციო უკუგება.

ზრდის პოტენციალი – ინფრასტრუქტურის განვითარება და ტურისტული სეგმენტის, საერთაშორისო ნაკადით დივერსიფიცირება.

საქართველოში წარმატებული ინვესტიციის ფორმულა სწორი ლოკაციის, ტექნოლოგიური მდგრადობის, გამოცდილი დეველოპერის მიერ შექმნილი პროექტისა და საკუთრების მოქნილი მენეჯმენტის კომბინაციაა, რაც ზრდის როგორც ქონების შემოსავლიანობას, ისე მის ღირებულებასაც.


რუბრიკა „ინვესტიციების“ წარმდგენია „ალიანს ჯგუფი“ — ინფორმაციას მათი საინვესტიციო პროექტებისა და დამკვიდრებული სტანდარტების შესახებ დეველოპერული კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე გაეცნობით.

აღნიშნეთ სითი მოლის დაბადების დღე და მოემზადეთ წლის საუკეთესო შეთავაზებებისთვის!

Palmaris by Alliance – World Architecture Festival 2025-ის ფინალისტია