in ,

”შოშია” – უძრავი ქონებს საძიებო ვებ-გვერდი უცნაური სახელით

Startauperi
Startauperi

”შოშია” უძრავი ქონების საძიებო ვებ-გვერდია, რომელიც კომპანია ”პრომოუშენალ სქაის” ერთ-ერთი პროექტია.

1509951_349421388529050_507080031_n

დაახლოებით, 5 თვის წინ შეიქმნა და მისი წარმომადგენელი პავლე ბერიძე თქმით, უძრავი ქონების მონაცემების დამატება ყველას (კერძო პირებს,  სააგენტოებს) შეუძლია.

”გვინდოდა სახელი დასამახსოვრებელი ყოფილიყო. აუცილებლად ქართული, გამორჩეული ჟღერადობით და ასაკრეფად მარტივი. ამასთან, სახელი უკავშირდება იმას, რომ ხშირად ადამიანები შოშიებისთვის აშენებენ ხის საშოშიეებს და ისინიც პოულობენ თავიანთ ახალ სახლებს. ჩვენი ვებ-გვერდის საშუალებით ყოველთვის გექნება ინფორმაცია შენს უბანში, ქუჩაზე ბინების ფასების შესახებ”.

ვებ-გვერდი ხელით არის შექმნილი. პავლე ბერიძე ამბობს, ეს არ არის გადაკეთებული შაბლონი და თითოეული დეტალი მორგებულია მომხმარებლის საჭიროებებს. მისი ავტორი ირაკლი შალამბერიძეა (მათივე თანაგუნდელი). დღესდღეობით უძრავი ქონების რამდენიმე ვებ-გვერდი არსებობს, რომლებიც წლებია ბაზარზეა და საკუთარი მომხმარებელიც ჰყავს. შესაბამისად, დიდია კონკურენცია.

”ჩვენთან მარტივია რეგისტრაცია,  ატვირთვა,  ძიება. გვაქვს მუდმივი კავშირი განცხადების ავტორთან და მუდმივად განახლებადია განცხადებები. ერთადერთი ნიუანსი არის ის, რომ განცხადების დამატების მსურველს უნდა გააჩნდეს  საკუთარი უძრავი ქონების, მინუმუმ, 3 ფოტო. ეს შეზღუდვა დავაწესეთ მომხმარებლის საჭიროებიდან გამომდინარე. პირველი ვიზიტის დროს, ვებ-გევრდზე  ხედავ იმ ადგილს, სადაც იმყოფები და შენს ირგვლივ გასაყიდ, გასაქირავებელ ბინებს, თავისი ფასებით”.

პავლე ბერიძე ამბობს, რომ ფასები რეკლამის ხანგრძლივობის, მოცულობისა და ტიპის მიხედვით დგინდება. პირველ ეტაპზე,  ფასები იწყება 250 ლარიდან. ”შოშიას” გვერდზე სამი სხავდასხვა ტიპის განცხადების განთავსებაა შესაძლებელი: ნუსხის გვერდზე განთავსებული სტანდარტული ბანერი, ბანერი მთავარ გვერდზე, ანუ რუკაზე და რეკლამა რუკაზე ”პინების”  სახით: განსხვავებული ”პინებით” მოინიშნება რუკაზე ის ადგილები, რომელიც დამკვეთს სურს.

წლის ბოლომდე ვებ-გვერდი აზერბაიჯანში, სომხეთში, თურქეთსა და რუსეთი ”ჩაეშვება” სხვა სახელით (ამ ეტაპზე უცნობია) და იგივე სისტემით, სერვერთა და მონაცემთა ბაზით იმოქმედებს.  ამ  ქვეყნების მცხოვრებლებს შეეძლებათ დაათვალიერონ ბინები საქართველოში და პირიქით.

”საიტის იდეა ითხოვს განვითარებას მსოფლიოს ფარგლებში. ჩვენი მიზანი, ჯერჯერობით, ამიერკავკასიის ქვეყნებია. მას შემდეგ, რაც დავნერგავთ ამ პროდუქტს, მივიღებთ უცხო ბაზარზე მუშაობის გამოცდილებას, უფრო ნათლად დავინახავთ ჩვენს პროექტს მომავალში”.

ალექსი ჩიქოვანი

მხედველობა დაქვეითებულმა ბავშვებმა ლეგოთი დახატეს