in

როგორი ყნოსვა ჰქონდათ უძველეს ადამიანებს? — ლაბორატორიაში გაზრდილ ცხვირზე ჩატარებული კვლევა

უძველესი ადამიანები ჩვენგან ძალიან განსხვავდებოდნენ, დაწყებული ჭამის ჩვევებით, დასრულებული ოჯახური სტრუქტურებით — ერთმანეთთან და გარშემო არსებულ სამყაროსთან ურთიერთობებით. მაგრამ საინტერესოა, ყნოსვითაც თუ განსხვავდებოდნენ ჩვენგან…

M2
M2

უძველესი წინაპრების ცხოვრების შესასწავლად, კერძოდ ყნოსვის მახასიათებლების, ფრანგმა მკვლევრებმა „ცხვირის“ ლაბორატორიულად გაზრდა გადაწყვიტეს. ასე სურდათ იმის განსაზღვრად, როგორ აღიქვამდნენ უძველესი ჰომინიდები სუნს. კვლევა, რომელიც პირველად iScience-ში გამოქვეყნდა, ნეანდერტალელებისა და დენისოვანების გენებს ეფუძნებოდა — სახეობების, რომლებიც ძირითადად სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში ცხოვრობდნენ.

ლაბორატორიაში შექმნილი ცხვირი სუნის რეცეპტორებისგან შედგება — ჯგუფმა თითოეული ჰომინინისგან სუნის 30 რეცეპტორი შეიმუშავა და ისინი თანამედროვე ადამიანებისას შეადარეს. ამასთან, თითოეული მათგანი ყველა სახის სუნზე რეაგირებს. როგორც ნეანდერტალელების გენებმა აჩვენა, მათ თითქმის ისეთივე ყნოსვა ჰქონდათ, როგორც ჰომო საპიენსს. უბრალოდ, მათი ცხვირი გაცილებით ნაკლებად მგრძნობიარე იყო — სხვა სიტყვებით, ოფლისა და შარდის სუნზე მძაფრად არ რეაგირებდნენ, რაც იმდროინდელ გარემოში ნამდვილად შემაწუხებელი იქნებოდა. ამავდროულად, ყვავილების თუ სანელებლების სუნი „სასიცოცხლოდ აუცილებელი“ არ ყოფილა.

რაც შეეხება დენისოვანების გენებს, შედეგები ძალიან განსხვავდებოდა ნეანდერტალელებისგან. პირველ რიგში, ისინი თითქმის 4-ჯერ კარგად გრძნობდნენ გოგირდის, ვანილისა და შოკოლადის სუნს. საინტერესო აღმოჩენა იყო მათი განსაკუთრებული მგრძნობელობა თაფლის არომატის მიმართ — ამის საფუძველზე გაჩნდა ვარაუდი, რომ ეს მათი ერთ-ერთი საყვარელი საკვები უნდა ყოფილიყო.

ეს დაკვირვება ამყარებს იმ თეორიას, რომ ყნოსვის რეცეპტორები გარემო საჭიროებების შესაბამისად ვითარდება. საერთო ჯამში, გუნდი იმედოვნებს, რომ შედეგები ხელს შეუწყობს თანამედროვე ადამიანებში სუნის მგრძნობელობის უკეთ გააზრებას.

გატაცება, რომელიც წინსვლისკენ გვიბიძგებს — Citalis-ის კამპანია

ლეგენდარული სარბოლო მანქანები, რომლებიც ავტოსპორტის სახეებად იქცნენ