in

მეცნიერებმა ყველაზე ძველი ბნელი მატერია აღმოაჩინეს

ბნელი მატერიის შესახებ ჯერ კიდევ ცოტა რამ ვიცით. ინფორმაციას კი ძირითადად ჩვენ ირგვლივ არსებული გალაქტიკების ნათებიდან ვიღებთ. თუმცა რაც უფრო შორს ვიხედებით, მით უფრო ცვალებადია ვარსკვლავური შუქი, ეს კი ყველაზე იდუმალი ძალების გავლენის დანახვას ართულებს. 

M2
M2

თუმცა ახლა იაპონიისა და აშშ-ის ასტრონავტები გაერთიანდნენ და იპოვეს გზა შორეული სიბნელის გასანათლებლად. ეს კი იმის შესწავლით მოახერხეს, თუ როგორ ცვლის ბნელი მატერიის ჩრდილოვანი მასები კოსმოსის ფონის ბრწყინვალებას. 

ასტრონავტებისთვის საკმაოდ ცუდი ფაქტიც კია ის, რომ ამ მატერიებს ვერ ხედავენ ისეთებს, როგორიც რეალურადაა… ხოლო თუ ეს ადრეული გალაქტიკები ჰგავს იმას, რასაც ადრეულ სამყაროში ვხედავდით, მათ სტრუქტურაზე გრავიტაციას უნდა ჰქონდეს გავლენა…

ბნელ მატერიას კი იმიტომ უწოდებენ, რომ ის არ ასხივებს რაიმე ინფორმაციას, რომელიც მისი ბუნების შესახებ მოგვიყვებოდა. ნაწილაკების მსგავსი მასაა, რომელსაც, ნეიტრონებისგან განსხვავებით, რაღაც თვისებებიც აქვს. იმის შანსიც არსებობს, რომ ეს იმას ასახავს, რაც სივრცისა და დროის ფორმირების შესახებ ჩვენ არასწორად გავიგეთ. 

მკრთალი სინათლის გაზომვით არც მისი მთლიანი მასის გამოთვლაა შესაძლებელი. თუმცა მსგავსად შესაძლებელია განვსაზღვროთ, როგორ ცვლის შუქს მიმდებარე სივრცეში. 

ლინზების ტექნიკა კი გალაქტიკათა დიდი ჯგუფებისთვის საკმაოდ კარგად მუშაობს, რომლებიც წარსულში 8-დან 10 მილიარდი წლის განმავლობაში გვხვდებოდა. თუმცა შორი სამყაროების ანალიზში კვლავ ნაკლები ვარსკვლავური შუქი გვიშლიდა ხელს. ნაგოიას უნივერსიტეტის ასტროფიზიკოსის, ჰირონაო მიატაკესა და მისი კოლეგების თქმით კი, ამისთვის, კიდევ ერთი სინათლის წყარო არსებობს და მას კოსმოსის მიკროტალღურ ფონს, ანუ CMB-ს, უწოდებენ. მასზე ისე უნდა იფიქროთ, როგორც ახალი კოსმოსის უახლეს ფოტოზე. ხოლო სინათლის ექო, რომელიც გამოვიდა, როდესაც სამყარო დაახლოებით 300 000 წლის იყო, ახლა სივრცეში სუსტი რადიაციით ვრცელდება. 

ეს გიჟური იდეა იყო, არავინ ფიქრობდა, რომ ჩვენ ამის გაკეთებას შევძლებდით, მაგრამ მას შემდეგ, რაც დიდი შორეული გალაქტიკის ნიმუშზე ვისაუბრე, ჰირონაო მოვიდა ჩემთან და მითხრა, რომ ამ გალაქტიკების ირგვლივ არსებული ბნელი მატერიის დათვალიერება CMB-ით იყოს შესაძლებელი, — აცხადებს, მასამი ოუჩი,ასტროფიზიკოსი. 

ისინი შორეულ ვარსკვლავის წარმომქმნელ ობიექტებზე ფოკუსირდნენ, რომელსაც Lyman-break გალაქტიკების სახელით ვიცნობთ. შედეგები კი ტიპური ხვრელის მასას უკავშირდებოდა გალაქტიკებში, რომლებიც 12 მილიარდი წლით თარიღდებოდა — ეს ეპოქა ბევრად განსხვავდება იმისგან, რასაც ჩვენ დღეს ვხედავთ. სტანდარტული კოსმოლოგიური თეორიის თანახმად, ადრეული გალაქტიკების ფორმირება სივრცეში არსებული რყევებით ხდებოდა. საინტერესო კი ის არის, რომ ამ ადრეულმა აღმოჩენებმა ის მატერია წარმოგვიდგინა, რომელიც უფრო ნაკლებია, ვიდრე ვარაუდობდნენ. 

თუ ეს სიმართლეა, გამოდის, რომ მთლიან მოდელს რაღაც ხარვეზი აქვს, როცა დროში უფრო უკან მიდიხართ, — ამბობს მიატაკე. 

ხოლო არსებული მოდელების გადახედვა იმის შესახებ, თუ როგორ გაერთიანდა ახალი ელემენტები პირველი გალაქტიკების შესაქმნელად, სავარაუდოდ, იმ საკითხებსაც გამოავლენს, რომელიც ბნელი მატერიის წარმოშობას ახსნის.

„საგზაო მოძრაობა არის საზოგადოების სარკე“ — ანდრო დგებუაძე „თეგეტა ჰოლდინგის“ ახალ კამპანიას შეუერთდა

ირაო საზაფხულო აქციას იწყებს!