უნივერსიტეტში სულ მცირე ერთ უცხოურ ენას ვსწავლობთ. მართალია, უმეტესწილად ყველაზე დიდი პოპულარობით ინგლისური, გერმანული და ფრანგული სარგებლობს, მაგრამ ბევრი ჩვენგანი ე. წ. „მკვდარი ენის“ შესწავლას ამჯობინებს — მაგალითად, ლათინურის. თანამედროვე ენების სწავლას ისიც აადვილებს, რომ მისი რეალურ ცხოვრებაში მოსმენა შეგვიძლია, ლათინურად კი ახლა აღარავინ საუბრობს… ისიც არ ვიცით, პირვანდელი სახით ზუსტად როგორ ჟღერდა.
სწორედ ამ საკითხის გადასაჭრელად შეიმუშავეს Equator AI — მისი მიზანია, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით უძველესი ენები ჟღერადობით გააცოცხლოს.
ალგორითმების მიერ შემუშავებულ ვიდეორგოლებში სხვადასხვა ეპოქის ტანსაცმელში გამოწყობილ ანიმირებულ ადამიანებს ვხედავთ. ისინი უძველეს ტექსტებს კითხულობენ და მეტყველება მაქსიმალურადაა მიმსგავსებული კონკრეტულ ლინგვისტურ მოდელებს. მიუხედავად იმისა, რომ რთულია იმის დადგენა, როგორ ზუსტად ლაპარაკობდნენ ზოგიერთ ენაზე, ინიციატივა მაინც მეტად გვაახლოებს წარსულის ბუნებრივად აღქმასთან…
შეგიძლიათ, რამდენიმე მათგანს აქვე მოუსმინოთ: