Nasa-ს ინოვაციური ჯეიმს ვების ტელესკოპის მონაცემები კვლავ გროვდება და ჩვენ გაოცებასაც არ წყვეტს. ბოლო ანალიზის შედეგად კი, ვარაუდობენ, რომ მალე უძველესი გალაქტიკის ფოტოებს ვიხილავთ, რომელიც აქამდე იდენტიფიცირებული არ ყოფილა. ამ აღმოჩენას შეუძლია ვარსკვლავის ფორმირების ჩვენეული გაგება შეცვალოს. თანაც, ტელესკოპისთვის ეს მხოლოდ დასაწყისია!
როჰან ნაიდუს გუნდი გალაქტიკის ორ შესაძლო კანდიდატზე საუბრობს — GLASS-z11 და GLASS-z13, ისინი, სავარაუდოდ, 300 მილიონი წლით თარიღდება. ეს მაჩვენებელი კი წინა რეკორდსმენ HD1-ის გალაქტიკაზე 30 მილიონი წლით მეტია, დიახ, იგი აქამდე ყველაზე შორეულ გალაქტიკად მიიჩნეოდა.
„შორეული გალაქტიკების ორი ძალიან საინტერესო კანდიდატი ვიპოვეთ, ხოლო თუ ისინი იმ მანძილით არიან დაშორებული, როგორც ჩვენ ვფიქრობთ, სამყარო მხოლოდ რამდენიმე ასეული წლის უნდა იყოს“, — ამბობს ნაიდუ.
თუმცა ირმის ნახტომის 100 000 სინათლის წლის დიამეტრთან შედარებით, ეს ორი გალაქტიკა მცირეა. ხოლო თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ სამეცნიერო კვლევები ჯერ სულ რამდენიმე კვირაა, რაც მიმდინარეობს, მეცნიერების ვების მონაცემებით გაოცებას ბუნებრივადაც ჩავთვლით.
„საკმაოდ დარწმუნებულები ვიყავით, რომ JWST შორეულ გალაქტიკებს დაინახავდა, მაგრამ ჩვენ ცოტათი გაკვირვებულებიც ვართ, თუ რამდენად მარტივია მათი აღმოჩენა“, — აცხადებს გაბრიელ ბრამერი, კვლევის თანაავტორი.