in

NASA-ს ასტრონავტებმა კოსმოსიდან უძველესი ლავის ნაკადი დააფიქსირეს

საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან ასტრონავტებმა ამაღელვებელი სანახაობა შენიშნეს — სამხრეთ-დასავლეთ აშშ-ის ორბიტაზე ყოფნისას მათ უძველესი ლავის დინება დაინახეს. 

M2
M2

ბაზალტის ლავა, რომელიც ცნობილია, როგორც Carrizozo Malpaís, ნიუ-მექსიკოში მდებარეობს. მაგმა კი წამოვიდა ვულკანიდან, რომელსაც პატარა შავ მწვერვალს უწოდებენ. ამოფრქვევა 5000 წლით თარიღდება და იგი რამდენიმე ათეული წელი გაგრძელდა. ამასთან, ცნობილი იყო, როგორც ჰოლოცენის ეპოქის ერთ-ერთი ყველაზე გრძელი ნაკადი, რაც ჩიუჰუანის უდაბნოს 80 კილომეტრს ფარავს. ბაზალტის ჩრდილოეთ ნაწილებს მასში ამოკვეთილი გზა წყვეტს, ხოლო სამხრეთი ნაწილი მალპაის წყაროებამდეა გადაჭიმული. 

NASA-ს თქმით, ლავის მიუხედავად, აქ ფლორა მაინც აყვავდებოდა. მათ ისეთი მცენარეებიც კი შენიშნეს აქ, როგორებიცაა მრავალწლიანი ყვავილები და ეკლიანი კაქტუსები.

სურათები კი ეკიპაჟის ერთ-ერთმა წევრმა ექსპედიცია 67-დან გადაიღო და ამისთვის Nikon D5-ის ციფრული კამერა გამოიყენა. აქ ასახულ უფრო ღია ფერის ნაწილებზე კი ნასა გვეუბნება, რომ ნაპრალებია ან ის სივრცე, სადაც მაგმა ვერ მოხვდა.

საუკეთესო off-roader-ები და ცოტა რამ სპორტის ამ სახეობაზე

სოციალურ მედიაზე დაფუძნებული მარკეტინგი — რას გვთავაზობს თანამედროვე პლატფორმები?