in

მეცნიერებმა უძველესი მზის სისტემა აღმოაჩინეს — ის ჩვენსას არაფრით ჰგავს

მიმდინარე თვის დასაწყისში ასტრონომებმა ძველი მზის სისტემის აღმოჩენის შესახებ განაცხადეს, რომელიც დედამიწიდან სულ რაღაც 90 სინათლის წლის მანძილითაა დაშორებული. როგორც მეცნიერები მიიჩნევენ, ეს პლანეტარული სისტემა უძველესია, რაც კი აქამდე აღმოგვიჩენია და იგი თეთრი ჯუჯის ირგვლივ მდებარეობს. ამავდროულად, ეს მზის სისტემა, სავარაუდოდ, ძალიან განსხვავდება ჩვენისგან.

M2
M2

იდუმალი მზის სისტემის ცენტრში მყოფი თეთრი ჯუჯა არსებობის 10 მილიარდ წელზე მეტს ითვლის — ამრიგად, მკვდარი ვარსკვლავის ცხელი ბირთვის ოდესღაც ძალიან ჰგავდა ჩვენს მზეს. ახლა კი მკვდარი პლანეტების გროვებითაა გარშემორტყმული, რომლებიც ცნობილია როგორც პლანეტოშენადედი.

აქვე ჩნდება კითხვა, რით განსხვავდება ეს მზის სისტემა ჩვენგან? ეს ყველაფერი სისტემის პლანეტების შემადგენლობაზეა დამოკიდებულია. ახლად აღმოჩენილი ტერიტორია ლითიუმით და კალიუმითაა სავსე — ორი ელემენტით, რომლის შემადგენლობაც ჩვენი მზის სისტემის არც ერთ პლანეტას არ შეესაბამება. ამას ემატება ის ფაქტიც, რომ მეცნიერებმა არაფერი იციან აღნიშნული მზის სისტემის ფორმირების, განსხვავებულობისა და იმ ფაქტის შესახებ, თუ რატომ შეიცავდა იმ დროისათვის იშვიათ ელემენტებს.

მართალია, ეს იდუმალი მზის სისტემა ძალიან განსხვავდება ჩვენისგან, მაგრამ იმედია, დაგვეხმარება, უკეთ გავიგოთ მსგავსი სისტემების ჩამოყალიბების შესახებ. ასევე, მეცნიერები იმედოვნებენ, რომ აღმოჩენა არამიწიერი სიცოცხლის მტკიცებულებების ძიებაშიც კი შეგვიწყობს ხელს.

ბიზნეს დაჯილდოება 2022-ის ფინალისტები ცნობილია

JLAB – თქვენი ცხოვრების სტილზე მორგებული ამერიკული ტექნიკა