in

„დიდი ბაბუის ხე“ მსოფლიოში უძველესია და 5 400 წლით თარიღდება

ეს ხე მაშინაც კი შეიძლებოდა ყოფილიყო დედამიწაზე, როცა სტოუნჰენჯში პირველი ლოდები აღმართეს… კვიპაროსის გიგანტური ხე (Fitzroya cupressoides) ცნობილი, როგორც Gran Abuelo, რაც დიდ ბაბუას ნიშნავს, ჩილეში, ანდების ხეობაში, გვხვდება. ვარაუდობენ, რომ იგი დაახლოებით 5 400 წლის უნდა იყოს. ხოლო თუ ეს თარიღი დადასტურდება, Gran Abuelo მსოფლიოში ყველაზე ძველი ხეც გახდება. 

მსგავსად, კვიპაროსის ხე ამჟამინდელ რეკორდსმენს, კალიფორნიის ფიჭვის ხეს, რომელიც Methuselah-ის სახელითაც არის ცნობილი, 600 წლით გადაუსწრებს. თუმცა რაც არ უნდა იყოს მისი ასაკი, მეცნიერები ამბობენ, რომ იგი საფრთხეშია და დაცვას საჭიროებს. 

ტურიზმის გამო ის ნამდვილად ცუდ მდგომარეობაშია და ამასთან, მასზე გავლენა კლიმატის ცვლილებებმაც იქონია, — ამბობს ჯონათან ბარიჩივიჩი, მეცნიერი.

მის დასაცავად კი მეცნიერები ხის ირგვლივ 3-მეტრიანი ბადის განთავსებაზე საუბრობენ, რაც ტურისტებს მათთან მიახლოების საშუალებას აღარ მისცემს. ისინი საფეხმავლო ბილიკის, რომელიც ამჯერად უძველესი ხის ფესვთა სისტემაში გადის, გადატანასაც გვირჩევენ. 

საინტერესოა ისიც, რომ თავდაპირველად გრან აბუელოს 60-მეტრიანი ხე 3500 წლის ეგონათ, თუმცა შემდეგ მეცნიერებმა მისთვის ღირებულების მისანიჭებლად და დასაცავად ასაკის დაზუსტება გადაწყვიტეს. დარჩენილი წლების გამოსათვლელად გუნდმა მათემატიკური მოდელი შეიმუშავა, რაც ხის გაზრდის სიჩქარეს, გარემოსა და კლიმატის ცვალებადობასაც ითვალისწინებდა. მიღებული მონაცემებით კი 80%-იანი შანსი იყო იმისა, რომ ხე 5 000 წელზე მეტი ხნის იქნებოდა. 

მის სიძველეს ბიოლოგიური კანონიც ადასტურებდა — ეს ზრდისა და სიცოცხლის ხანგრძლივობის ურთიერთშეთანხმებაა, მსგავსი კვიპაროსის ხეები სხვა სახეობებზე ბევრად ნელა იზრდება, შესაბამისად, ისინი უფრო დიდხანსაც ცოცხლობს.

თუმცა მიუხედავად ამ ფაქტებისა, დიდი ბაბუის ხის ზუსტი ასაკი ჯერ კიდევ სადავოა, ამის დადგენას კი დენდროქრონოლოგიით, ანუ ხის რგოლების ანალიზით შეძლებენ. 

6 ფაქტორი, რომელიც კორპორატიულ სტრატეგიებში ცვლილებებს იწვევს

ჩვილები მორალური დანაშაულისთვის განგვსჯიან — კვლევა