in

ყურსასმენი, რომელიც მომხმარებლის ყურს ყალიბად იყენებს – UE Fits

Briano.ai
Briano.ai

ყურსასმენების შეძენისას მომხმარებელთა დიდი ნაწილი ყურადღებას უთმობს იმას, თუ რამდენად კომფორტულად თავსდება ის ყურის ნიჟარაში. ზოგისთვის ყურსასმენის თავი დიდია, ზოგისთვის კი ზედმეტად პატარა, შესაბამისად, კონკრეტული, ინდივიდუალური ყურის ფორმაზე მორგებული ყურსასმენის შეძენა საკმაოდ რთული ამოცანაა. ამ პრობლემის გადაჭრა ამერიკულმა კომპანია Ultimate Ears-მა შემდეგნაირად სცადა: კომპანიაში შეიქმნა ყურსასმენი, რომელიც მომხმარებლის ყურს ყალიბად იყენებს. მოწყობილობის, სახელად UE Fits პირველი გამოყენებისას, დასაწყისისთვის, ითავსებთ მას ყურის ნიჟარაში, რის შემდეგაც სპეციალური აპლიკაციის გამოყენებით, აყენებთ რეჟიმს, რომელიც ყურსასმენებიდან ერთგვარი გელის გამოყოფას უზრუნველყოფს. გელი თქვენი ყურის ფორმას სრულად ავსებს და წამებში შრება. ამ პროცესს 60 წამი სჭირდება და ეს ის დროა, რაც ინდივიდუალურად, თქვენი ყურის ფორმის გათვალისწინებით ყურსასმენის შექმნის პროცესს სჭირდება. როგორც კომპანიის წარმომადგენლები აღნიშნავენ, ყურსასმენში ამისთვის Lightform-ის ტექნოლოგიაა გამოყენებული.

„პერსონალიზებული ყურსასმენი უზრუნველყოფს კომფორტს და გარდა ამისა, თქვენ თავისუფლდებით ყურის მსუბუქი ტკივილისგან, ან გაღიზიანებისგან, მას შემდეგ რაც ყურსასმენებს მოიხსნით. გარდა ამისა, UE Fits გთავაზობთ გარემოს ხმის დახშობის ფუნქციასაც“, – ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ პრეს-რელიზში.

UE Fits-ის ელემენტი 8 საათს ძლებს (დასამუხტ ქეისთან ერთად 20 საათს). მოწყობილობა წყლისა და ოფლის მიმართ მდგრადია. ვარაუდობენ, რომ მისი გაყიდვები 2020 წლის შემოდგომაზე, აშშ-ში დაიწყება, თუმცა, უცნობია, როდის გახდება ის ხელმისაწვდომი მსოფლიოს მასშტაბით. მოწყობილობის ფასი კი 249 დოლარია.

ინფორმაციული სისტემების მართვა DevOps  – ახალი სამაგისტრო პროგრამა BTU-ში  

მთელი მსოფლიო ქართული არჩევნებისთვის – თამამი ექსპერიმენტი სამოქალაქო სექტორისგან